აკვაკულტურა, ყველა

სემინარები აკვაკულტურაში

2015 წლიდან კომპანია ჯეოვეტმა აქცენტი გააკეთა საქართველოში უმნიშვნელოვანესი დარგის აკვაკულტურის განვითარებაზე, კომპანიის ხელმძღვანელობით საქართველოში მოწვეული იქნა დარგის სპეციალისტები სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის ამერიკელი სპეციალისტი (იქტიოლოგ-პათოლოგი) როჯერ პალმი, რომელსაც აქვს 40 წლიანი გამოცდილება მეთევზეობაში, შესწავლილი აქვს 69 ქვეყნის პრობლემები და გაცემული აქვს შესაბამისი რეკომენდაციები. 1985 წლიდან ატარებს ტრენინგებს და უწევს ტექნიკურ დახმარებას მეთევზეებს, მონაწილეობდა 48 ქვეყნის პროექტებში, საერთშორისო მეთევზეობის პროგრამების განვითარებაში, ასევე თევზის ვაქცინების გამოკლევაში. საქართველოს რეგიონებში ჩატარდა ტრენინგები და გაიცა საჭირო რეკომენდაციები.