ვეტერინარია

ცხოველთა რეგისტრაციის ეროვნული სისტემის კიდევ ერთი საინფორმაციო შეხვედრა 29.06.18-ში გაიმართა

2017 წლიდან საქართველო გადადის ცხოველთა იდენტიფიკაცია- რეგისტრაციის პროგრამის ახალ სისტემაზე, პროგრამა ხორციელდება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), სურსათის ეროვნული სააგენტოს(სეს) თანადგომით და შვეიცარიისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოების ფინანსური მხარდაჭერით. შეხვედრას პროგრამის ხელმძღვანელები, სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) წარმომადგენლები და მიწვეული ვეტერინარული ორგანიზაციები ესწრებოდნენ. პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის საყურე ნიშნებით იდენტიფიცირება,ასევე დაიხვეწება მონაცემთა ელექტრონული ბაზა, რომელიც შექმნილია ფერმერებისა და ვეტერინარი ექიმებისთვის, რათა დროის მოკლე მონაკვეთში შეძლონ ცხოველის შესახებ ინფორმაციის მოძიება, სისტემაში ჩართული ფერმერები ასევე ისარგებლებენ სახელმწიფო ვაქცინაციის უფასო პროგრამებით. შეხვედრის დროს ასევე განხილული იქნა ახალი კონონპროექტის პრინციპები, რომელიც ვეტერინარული აფთიაქების მოწყობას და ცხოველების მკულნალობის რეცეპტურულ რეჟიმზე გადასვლას გულისხმობს და რომელიც ძალაში 2020 წლიდან შევა.

Author