Good Contents Are Everywhere, But Here, We Deliver The Best of The Best.Please Hold on!
Data is Loading...
PORTFOLIO
SEARCH
SHOP
  • Your Cart Is Empty!
თბილისი +995 599 14 20 95
კომპანიის დაარსების ისტორია

კომპანია ჯეოვეტი 15 წელია რაც ქართულ აგრარულ ბაზარზე არსებობს, კომპანიის საქმიანობა დაიწყო “როსს ჯორჯიას” სახელწოდებით და ემსახურებოდა მეფრინველეობის დარგის განვითარებას. 2013 წლიდან კომპანია ბაზარზე უკვე “ჯეოვეტის” სახელწოდებით გამოჩნდა, რომლის ძირითადი საქმიანობა ვეტერინარული ფარმაცია გახდა, კონკრეტულად, ვეტერინარული პრეპარატების იმპორტი & რეალიზაცია.

კომპანიის განვითარების ეტაპები

2013 წლიდან კომპანია “ჯეოვეტი” გახდა “მედიკავეტის” ოფიციალური წარმომადგენელი ამიერ კავკასიაში, ასევე თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა ვეტერინარულ ორგანიზაციებთან, რომლებიც ხარისხიანი და ინოვაციური პრეპარატების წარმოებაზე არიან ორიენტირებული.

კომპანიის მიზნები

კომპანიის მიზანია დროში პროგრესირება, რაც ეფუძნება მომხმარებლისთვის ინოვაციური მეთოდების, ცოდნის, მსოფლიოში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციების დანერგვას და ხარისხიანი პროდუქციის მიწოდებას. კომპანიის მიზანია ჩვენს მიერ დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება გადასცეს ახალგაზრდა სპეციალისტებს, რომლებიც მომავალში ამ ცოდნას გამოიყენებენ კომპანიისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ. კომპანიის კრედო: ჩვენი ხარისხი თქვენი წარმატების გარანტი

კომპანიის გუნდი

კომპანიის დამფუძნებელი & დირექტორი, ფართო პროფილის ვეტერინარი ექიმი
მანუჩარ ცეცხლაძე
დამფუძნებელი & დირექტორი
სოფიო ჯაფარიძე
გაყიდვების მენეჯერი
ნიკა გოგიაშვილი
აგრონომი
ლოჯისტიკის მენეჯერი, ბიზნესის მართვა
კახა ჯაფარიძე
ლოჯისტიკის მენეჯერი