Good Contents Are Everywhere, But Here, We Deliver The Best of The Best.Please Hold on!
Data is Loading...
PORTFOLIO
SEARCH
SHOP
  • Your Cart Is Empty!
თბილისი +995 599 14 20 95
აგრონომია, ყველა
დღეს მსოფლიოში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ცილოვანი პროდუქტების წარმოების გადიდებისა და ადამიანთა სრულფასოვანი კვების პროდუქტებით  უზრუნველყოფის საკითხს. ამ პრობლემის რეალიზაციაში თავისი წვლილი შეაქვს მეთევზეობას, მით უმეტეს, რომ მსოფლიოში წარმოებული ხორცის საერთო ბალანსში თევზის ხვედრითი წილი 45%- ზე მეტია.


თევზი დიეტური საკვებია, შეიცავს დიდი რაოდენობით ცილას. ყოველი 100გ თევზის ცილიდან ადამიანი ითვისებს 40 გ-ს, იგივე რაოდენობის ღორის ცილიდან -20 გ -ს, ხოლო  ძროხისა-15 გ-ს. ცხოველური ცილის საერთო რაოდენობის 7% თევზის ცილაზე მოდის.

თევზი იძლევა არა მარტო ცილასა და ცხიმს, არამედ ადამიანის ორგანიზმისათვის საჭირო ვიტამინებს და მინერალურ ნივთიერებებს. ვიტამინი A გამოიყენება არა მარტო როგორც სამკურნალო საშუალება, არამედ ვეტერინარიაში, როგორც პირუტყვის ზრდის მნიშვნელოვანი ფაქტორი. თევზის ფქვილი მეცხოველეობაში გამოიყენება როგორც კომბინირებული ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი, იგი შეიცავს 67% ცილას.

  თევზის ფქვილის 85-90%-ს ითვისებს პირუტყვისა და ფრინველის ორგანიზმი. სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ულუფაში 3-5% თევზის ფქვილის არსებობა თითქმის აკმაყოფილებს ორგანიზმის მოთხოვნილებას ცხოველურ ცილაზე. თევზი თავისი ხარისხობრივი მაჩვენებლებით არ ჩამოუვარდება სასოფლო-საქმეურნეო ცხოველთა ხორცს. 

 მეთევზეობის დარგი კრებითი  ცნებაა და მოიცავს ისეთ დარგებს, როგორიცაა საოკეანო, საზღვაო, სატბო და სამდინარო თევზის მოპოვება; ტბორებში, ტბებსა და წყალსაცავებში თევზის წარმოება-გამოზრდა.

თევზის მრეწველობაში საწარმოო პროცესების ორი თანმიმდევრული სტადიაა, ისინი ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი: 1. თევზის მოპოვება;  2. თევზის დამუშავება.
თევზჭერა (მოპოვება)  ოკეანესა და ზღვაში, დიდ მდინარეებსა და ტბებში, სადაც არ მიმდინარეობს თევზის ხელოვნური აღწარმოების პროცესი, მიეკუთვნება მოპოვებითი მრეწველობის დარგს.

 თევზის მრეწველობაში ბუნებრივი აღწარმოების პროცესი განუწყვეტლივ მიმდინარეობს.

 თევზის მოპოვების მნიშვნელოვანი თავისებურება სამუშაო ადგილის მოძრაობაშია. თევზის დამამუშავებელ მრეწველობაში პროდუქტების გამოშვება (გარდა მცურავი ბაზებისა) ძირითადად ადგილზე – საწარმოებში ხდება.

თევზის დამამუშავებელი მრეწველობა თევზის მრეწველობის მეორე დარგია. იგი მოიცავს იმ საწარმოებს, რომლებიც თევზმომპოვებელი საწარმოებიდან  მიღებული თევზის ნედლეულს დაამუშავებს.
0