Good Contents Are Everywhere, But Here, We Deliver The Best of The Best.Please Hold on!
Data is Loading...
PORTFOLIO
SEARCH
SHOP
  • Your Cart Is Empty!
თბილისი +995 599 14 20 95
ვეტერინარია, ფრინველები, ყველა

შემადგენლობა:

1 მლ-ში ფლორფენიკოლი- 300 მგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფლორფენიკოლი ამფენიკოლის ჯგუფის სინთეტიკური ანტიბიოტიკია, რომელიც ხასიათდება ფართო მოქმედების სპექტრით გრამდადებით და  გრამუარყოფით მიკროორგანიზმებზე მაღალი ბიოშეღწევადობით: Aeromonas salmonicida, staphylocccus spp., streptococcus spp., esherichia coli, Edwardsiella tarda, Edwardsiella ictaluri,   Flavobacterium psychrophilum, Photobacterium damselae subsp. piscicida, Vibrio anguillarum, V. salmonicida,  Vibrio spp. Yersinia ruckerii. ასევე აქტიურია უმრავლესი მიკოპლაზმების მიმართ (mycoplasma hyopneuminiae mycoplasma hyorhinis და სხვ..)

ქიმიური შემადგენლობით ფლორფენიკოლი ქლორამფენიკოლის (ლევომიცეტინის) მსგავსია, განსხვავდება იმით, რომ მისი ქიმიური სტრუქტურა შეიცავს p-მეთილ სულფონილის ჯგუფს p-ნიტრო ჯგუფის ნაცვლად, ასევე მოიცავს ფთორის ატომს ჰიდროქსილის ჯგუფის ნაცვლად. ფლორფენიკოლი უფრო მგრძნობიარეა ლევომიცეტინის მიმართ რეზისტენტულ ბაქტერიებზე. ფლორფენიკოლის მოქმედების მექანიზმი დაფუძნებულია70S ერთეული რიბოსომის მიერთებით ბაქტერიის უჯრედის პროტოპლაზმაზე, სადაც იბლოკება ფერმენტი პეპდიტიდილტრანსფერაზა, რის შედეგადაც  ხდება ბაქტერიებში ცილის სინთეზის მოშლა.

შიგნით მიღებისას ფლოფენიკოლი სწრაფად შეიწოვება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, საიდანაც კარგად  გაიწოვება ორგანოებსა და უჯრედის ქსოვილებში.

ჩვენებები:

რესპირატორული დაავადებები, შარდ სასქესო სისტემის დაავადებები, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებები, კერატოქონუქტივიტი, ნეკრობაქტერიოზი,სალმონელოზი, პასტერელოზი,მოკოპლაზმოზი, კოლიბაქტერიოზი(განსაკუთრებით ეფექტურია),მეორადი ბაქტერიული ინფექციები, ფლორფენიკოლზე მგრძნობიარე აღმძვრელებით გამოწვეული დაავადებები.

გამოყენება და დოზირება:

ფრინველი:  დღიური ნორმა  30მგ ფლორფენიკოლი 1,5 კგ ცოცხალ წონაზე

                     პრაქტიკულად  1მლ / 1,5- 2.2 ლიტრი სასმელ წყალთან  5 დღე

ღორი:   დღიური ნორმა 10 მგ ფლორფენიკოლი  1კგ ცოცხალ წონაზე

              პრაქტიკულად   1მლ / 25-30 კგ ცოცხალ წონაზე  5 დღე

გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები:

იშვიათად ალერგიული რეაქციები ღორებში, არ გამოიყენება მაკეობის პერიოდში, გადაჭარბებულ დოზებში გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა, არ ინიშნება კვერცხმდებელ ქათმებში, რომელთა კვერცხი გამოიყენება ადამიანის საკვებად,  არ არის სასურველი დაინიშნოს ღვიძლისა და თირკმლის დაავადებების დროს.

გაფრთხილება:
არ არის რეკომენდირებული მედიფლორის გამოყენება სხვა ანტიბიოტიკებთან ერთად: თიამფენიკოლი, ქლორამფენიკოლი, პენიცილინის, ცეფალოსპორინის, ფტორქინოლის ჯგუფეფთან.

შეინახეთ ბავშვებისთვის
მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის პირობები და ვადა:

ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ და ბნელ ადგილას.

შენახვის ვადა: 2 წელი

დაფასოება:

100მლ., 1 ლ., 5ლ.

მწარმოებელი:

მედიკავეტი, თურქეთი

0

ვეტერინარია, ფრინველები
ვიზიტების ფარგლებში კომპანია “ჯეოვეტის” დირექტორი, ვეტერინარი მანუჩარ ცეცხლაძე და ექსკლუზიური პარტნიორის “მედიკავეტის” გენერალური მენეჯერი დოქტორი ბარიშ ილმაზი იმერეთის რეგიონში კიდევ ერთ მეფრინველეობის ფერმას ეწვია, შეხვედრის დროს განხილული იქნა ფერმაში მიმდინარე პროცესები, ვეტრინარის, სურსათის უვნებლობის სპეციალისტის და დოქტორი ბარიშ ილმაზის მიერ გაიცა რეკომენდაციები წარმოების გასაუმჯობესებლად

0

ვეტერინარია, ფრინველები
20.06.18-ში ჯეოვეტის ექსკლუზიური პარტნიორის “მედიკავეტის” გენერალურ მენეჯერთან ბატონ ბარიშ ილმაზთან ერთად კიდევ ერთი ვიზიტი იმერეთის რეგიონში მეკვერცხული ფრინველის ფერმაში გაიმართა, ვეტერინარი მანუჩარ ცეცხლაძის, დოქტორი ბარიშ ილმაზისა და სურსათის უვნებლობის სპეციალისტის მიერ დათვალიერებული იქნა ფერმა და მისი შემოგარენი, გაგვაცნეს ფერმაში მიმდინარე სამუშაო პროცესები და გაგვიზიარეს მათი სურვილები, გაიცა შესაბამისი რეკომედაციები წარმოების გასაუმჯობესებლად და სამომავლო გეგმების განსახორციელებლად.

0

ფრინველები, ყველა
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა იმერეთის რეგიონში ერთ- ერთ მეკვერცხული მეფრინველეობის ფერმაში, შეხვედრას ჰქონდა გაცნობითი ხასიათი,  დოქტორ ბარიშ ილმაზისა და ვეტერინარი მანუჩარ ცეცხლაძის მიერ გაიცა რეკომენდაციები წარმოების გასაუმჯობესებლად.

0