Good Contents Are Everywhere, But Here, We Deliver The Best of The Best.Please Hold on!
Data is Loading...
PORTFOLIO
SEARCH
SHOP
  • Your Cart Is Empty!
Your address will show here 12 34 56 78
ვეტერინარიამეცხოველეობა

ოქსიმედ ლა 20%, საინექციო ანტიბიოტიკი

შემადგენლობა:
1 მლ პრეპარატში  ოქსიტეტრაციკლინი - 200 მგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ოქსიტეტრაციკლინი, ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკია, ხასიათდება ანტიბაქტერიული მოქმედების ფართო სპექტრით, აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების Staphylococcus spp, Streptococcus spp, Pasteurella spp, Escherichia coli, Salmonella spp, ასევე აქტინომიცეტების, პროტოზოების, სპიროქიტების, რიკეციების, მიკოპლაზმების და ქლამიდიების მიმართ. მისი მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს ბაქტერიების, რიბოსომების ცილის სინთეზის ინჰიბირებაში. პრეპარატში შემავალი გახანგრძლივებული მოქმედების შემავსებლის საშუალებით, მკურნალობის სრული კურსისთვის საკმარისია პრეპარატის ერთჯერადი შეყვანა, რადგან სისხლში მისი ეფექტური კონცენტრაცია 3 დღის განმავლობაში აღინიშნება.

ჩვენებები:

გამოიყენება მსხვილფეხა პირუტყვის, ღორის, ცხვრისა და თხის სამკურნალოდ ბრონქოპნევმონიის, კოლიბაქტერიოზის, სალმონელოზისა და სხვა ინფექციური დაავადებების აღმძვრელი მიკროორგანიზმების მიმართ, რომლებიც მგრძნობიარეა ოქსიტეტრაციკლინზე.

მიღების გზები და დოზირება:

კუნთებში - 1 მლ / 10 კგ ცოცხალ წონაზე

გამოიყენება 72 საათში ერთხელ 

ერთ საინექციო ადგილზე პრეპარატის რაოდენობა რა უნდა აღმატებოდეს 15 მლ.

გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები:

არ შეიძლება პრეპარატი გამოყენებული იქნას კორტიკოსტეროიდებთან და ესტროგენებთან ერთდროულად, არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება პენიცილინის და ცეფალოსპორინის რიგის ანტიბიოტიკებთან ერთად

დაყოვნება:

პრეპარატის ბოლო გამოყენებიდან :  ხორცი   - 22 დღე , რძე  - 7 დღე

შენახვის ვადა და პირობები:

ინახება 15-25 °C ტემპერატურაზე მშრალ და ბნელ ადგილას.

ვადა: 3 წელი

დაფასოება:

20 მლ, 50 მლ და 100 მლ

მწარმოებელი:

მედიკავეტი, თურქეთი


More Projects