MEDIFLOR 30% მედიფლორი 30% პერორალური ანტიბიოტიკი

შემადგენლობა: 1 მლ-ში ფლორფენიკოლი…………. 300 მგ.

დაფასოება: 100მლ., 1 ლ., 2.5ლ.

კატეგორია:

აღწერა

შემადგენლობა:

1 მლ-ში ფლორფენიკოლი…………. 300 მგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფლორფენიკოლი ამფენიკოლის ჯგუფის სინთეტიკური ანტიბიოტიკია, რომელიც ხასიათდება ფართო მოქმედების სპექტრით გრამდადებით და  გრამუარყოფით მიკროორგანიზმებზე მაღალი ბიოშეღწევადობით: Aeromonas salmonicida, staphylocccus spp., streptococcus spp., esherichia coli, Edwardsiella tarda, Edwardsiella ictaluri,   Flavobacterium psychrophilum, Photobacterium damselae subsp. piscicida, Vibrio anguillarum, V. salmonicida,  Vibrio spp. Yersinia ruckerii. ასევე აქტიურია უმრავლესი მიკოპლაზმების მიმართ (mycoplasma hyopneuminiae mycoplasma hyorhinis და სხვ..)

ქიმიური შემადგენლობით ფლორფენიკოლი ქლორამფენიკოლის (ლევომიცეტინის) მსგავსია, მაგრამ განსხვავდება იმით, რომ მისი ქიმიური სტრუქტურა შეიცავს p-მეთილ სულფონილის ჯგუფს p-ნიტრო ჯგუფის ნაცვლად, ასევე მოიცავს ფთორის ატომს ჰიდროქსილის ჯგუფის ნაცვლად. ფლორფენიკოლი უფრო მგრძნობიარეალევომიცეტინის მიმართ რეზისტენტულ ბაქტერიებზე. ფლორფენიკოლის მოქმედების მექანიზმი დაფუძნებულია70S ერთეული რიბოსომის მიერთებით ბაქტერიის უჯრედის პროტოპლაზმაზე, სადაც იბლოკება ფერმენტი პეპდიტიდილტრანსფერაზა, რის შედეგადაც  ხდება ბაქტერიებში ცილის სინთეზის მოშლა.

შიგნით მიღებისას ფლოფენიკოლი სწრაფად შეიწოვება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, საიდანაც კარგად  გაიწოვება ორგანოებსა და უჯრედის ქსოვილებში.

ჩვენებები:

რესპირატორული დაავადებები, შარდ სასქესო სისტემის დაავადებები, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებები, კერატოქონუქტივიტი, ნეკრობაქტერიოზი,სალმონელოზი, პასტერელოზი,მოკოპალაზმოზი, კოლიბაქტერიოზი(განსაკუთრებით ეფექტურია),მეორადი ბაქტერიული ინფექციები, ფლორფენიკოლზე მგრძნობიარე აღმძვრელებით გამოწვეული დაავადებები.

გამოყენება და დოზირება:

ფრინველი:  დღიური ნორმა  30მგ ფლორფენიკოლი 1,5 კგ ცოცხალ წონაზე

პრაქტიკულად  1მლ / 1,5- 2.2 ლიტრი სასმელ წყალთან  5 დღე

ღორი:   დღიური ნორმა 10 მგ ფლორფენიკოლი  1კგ ცოცხალ წონაზე

პრაქტიკულად   1მლ / 25-30 კგ ცოცხალ წონაზე  5 დღე

გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები:

იშვიათად ალერგიული რეაქციები ღორებში, არ გამოიყენება მაკეობის პერიოდში,გადაჭარბებულ დოზებში გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა, არ ინიშნება კვერცხმდებელ ქათმებში რომელთა კვერცხი გამოიყენება ადამიანის საკვებად, არ არის სასურველი დაინიშნოს ღვიძლისა და თირკმლის დაავადებების დროს.

გაფრთხილება:

არ არის რეკომენდირებული მედიფლორის გამოყენება სხვა ანტიბიოტიკებთან ერთად: თიამფენიკოლი, ქლორამფენიკოლი, პენიცილინის, ცეფალოსპორინის, ფტორქინოლის ჯგუფეფთან.

შეინახეთ ბავშვებისთვისმიუწვდომელ ადგილას.

შენახვის პირობები და ვადა:

ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ და ბნელ ადგილას.

შენახვის ვადა: 2 წელი

დაფასოება:

100მლ., 1 ლ., 2.5ლ.

მწარმოებელი:

მედიკავეტი, თურქეთი

Go to Top