სიახლეები

ქათმის კვერცხის სასარგებლო და უარყოფითი თვისებები

  • კვერცხი უზრუნველყოფს ადამიანის მოთხოვნილებას აუცილებელ ამინომჟავებზე, ვიტამინებზე, მაკრო და მიკრო ელემენტებზე
  • აძლიერებს იმუნურ სისტემას
  • ამაგრებს ჩონჩხისა და ზოგადად ძვლოვან სისტემას
  • ხელს უწყობს და აძლიერებს უჯრედებისა და ქსოვილების გამრავლებას, ორგანიზმის ზრდა განვითარებას
  • აქტიურდება  თავის ტვინის მუშაობა, უმჯობესდება მეხსიერება, მაღლდება ორგანიზმის განწყობა
  • უმჯობესდება მხედველობა, მცირდება თვალის კატარაქტისა და სხვა დაავადებათა განვითარების რისკი
  • მცირდება გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები
  • ომეგა 6-ის, ომეგა 9-ის, ტრიფტოფანის, თიროზინის და რიგი სხვა ანტიოქსიდანტების შემცველობის გამო მცირდება ონკოლოგიური დაავადებების წარმოშობის რისკი
  • უმჯობესდება კუჭნაწლავის სისტემის ორგანოების ფუნქცია, ჩქარდება წყლულოვანი დაავადებების განკურნების პროცესი
  • ლეციტინის, ასევე ქოლინის შემცველობის გამო კვერცხი ( ნორმის ფარგლებში მიღებული ) ითვლება ანტისკლეროტულ საკვებად, არეგულირებს ქოლესტერინის დონეს, ანელებს ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესებს
  • აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციას, ხელს უწყობს სისხლის ნორმალურ შედედებას
  • აუცილებელია და სასრგებლო ფეხმძიმე და მეძუძური დედებისთვის, აუმჯობესებს ახალი უჯრედების წარმოქმნას, ემბრიონის ნორმალურ განვითარებას
  • მამაკაცებში უმჯობესდება სპერმატოზოიდების და სპერმის ხარისხი
  • ორგანიზმში ძლიერდება ყველა სახის ჰორმონის გამოყოფა
  • აუცილებელია ნორმალური წონის შესანარჩუნებლად, განსაკუთრებით დილით საუზმეზე მიღებისას ორგანიზმი მთელი დღის განმავლობაში ინარჩუნებს ქმედით უნარიანობას
  • როგორც ენერგიის მაღალი წყარო ძალზედ სასარგებლოა სპორტსმენებისა და მძიმე ფიზიკური შრომით დაკავებული ადამიანებისთვის
  • კვერცხის დაფქვილი ნაჭუჭი მინერალური ნივთიერებების შესანიშნავი წყაროა, მისი მიღება აუმჯობესებს კბილების, ძვლების, ფრჩხილების შემადგენლობას, ასტიმულირებს ძვლის ტვინის სისხლწარმომშობ ფუნქციას, კარგია ანემიის – სისხლნაკლებობის დროს
  • კვერცხის პროტეინები კუჭნაწლავში გარდაიქმნება და გამოიმუშავებენ პეტიდებს, რომლებიც იწვევენ არტერიული სისხლის წნევის დაწევას
  • კვერცხის ცილა კარგია ტუტით, მჟავით, მძიმე მეტალებით მოწამვლისას
  • კვერცხში არსებული ტრიფტოფანი მონელების შედეგად ხელს უწყობს ორგანიზმში სეროტონინის გამოყოფას, რაც აუმჯობესებს გუნება განწყობას
  • კვერცხში არსებული ვიტამინები და სხვა სასარგებლო ნივთიერებები ხარშვით იშლება, ამიტომ კარგია კვერცხის მინიმალური დროით თერმული დამუშავება ე.წ “თოხლო კვერცხის” სახით
  • ერთი ცალი კვერცხის გულში 215 მგ “კარგი” ანუ სასარგებლო ქოლესტერინია ( ადამიანის სადღეღამისო ნორმა კი მასზე 300 მილიგრამია )

ქათმის კვერცხის უარყოფითი თვისებები

  • კვერცხი შეიძლება შეიცავდეს სალმონელებს, ცუდ ქოლესტერინს, ანტიბიოტიკებს, ნიტრატებს, ჰომონებს
  • ზოგიერთი ადამიანის ორგანიზმში შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია
  • კვერცხის ჭარბად მიღება საშიშია თირკმელებისთვის
  • რძესთან და ხორცთან ერთად ძნელად მოინელება და დიდხანს არ შეითვისება

დასკვნა ცალსახაა: ქათმის კვერცხი ადამიანის სიცოცხლისთვის საჭირო და ერთ ერთი აუცილებელი პროდუქტია