სიახლეები

ქათმის კვერცხის შემადგენლობა

ქათმის კვერცხის შემადგენელ ნაწილთა პროცენტული

თანაფარდობაა:

ცილა 58% ( 36 გრამი ), ყვითრი 31 % ( 18 გრამი ), ნაჭუჭი 11 % ( 6 გრამი ),  შეფარდება 6 :3 : 1

კვერცხის ქიმიური შემადგენლობა :

წყალი 73.7 %, აზოტური ნივთიერება 12.5 %, ცხიმი 12 %, ნახშირწყლები 0.67 %, ნაცარი 1.13 %

ქათმის კვერცხი შეიცავს :

ამინომჟავებს, ცხიმებს ( ლიპიდებს ) და ცხიმისმაგვარ ორგანულ ნივთიერებებს, ვიტამინებს, მაკრო და მიკრო ელემენტებს.

100 გრამი კვერცხის კვებითი ღირებულებაა:

ცილა 25.4 გრამი, ცხიმი 23 გრამი, ნახშირწყლები 1.4 გრამი, ენერგია 157 კკალ ( ერთი ცალი კვერცხის კვებითი ღირებულება ტოლია 200 მლ რძის, 50 გრამი ხორცის )

კვერცხის შენახვის ოპტიმალური ტემპერატურაა 0 გრადუსიდან  +10 გრადუსი ცელსიუით 30 დღემდე ვადით

გახსოვდეთ : ზრდასრული ადამიანისთვის კვერცხის საკვებად გამოყენების სადღეღამისო ნორმა საშუალოდ შეადგენს ერთ ცალს. ბავშვს კვერცხის მხლოდ ყვითრი ეძლევა 8 თვის ასაკიდან ნახევარი მოცულობით, მთელი გული და ასევე მთლიანი კვერცხი ერთი წლის ასაკიდან კვირაში 4 – 5 ცალი

დღითი დღე იზრდება მოთხოვნა ეკოლოგიურად სუფთა ქათმის კვერცხზე, რომელიც იწარმოება ბუნებასთან უშუალოდ კონტაქტში მყოფი ქათმისგან, რომელიც თავისუფლად გადაადგილდება გარემოში, სუფთა ჰაერზე, ნორმირებულად მზის სხივების ქვეშ, იკვებებიან ისეთი კომბინირებული საკვებით, რომლის კომპონენტები ( სიმინდი, ხორბალი, სოიო, მზესუმზირა და სხვა ) წარმოებულია ორგანული სასუქებით, არ შეიცავენ გმო ორგანიზმებს , არ ეძლევათ ზრდის სტიმულატორები, ჰორმონები, ანტიბიოტიკები, გარემოში დამატებით ღებულობენ მწვანე ბალახს, მწერებს ჭიებს, მინერალურ ნივთიერებებს.

კვერცხი მაღალყუათიანი საკვები პროდუქტია, ხასიათდება განსაკუთრებული გემური თვისებებით.