კომპანიის დაარსების ისტორია

კომპანია ჯეოვეტი 15 წელია რაც ქართულ აგრარულ ბაზარზე არსებობს, კომპანიის საქმიანობა დაიწყო “როსს ჯორჯიას” სახელწოდებით და ემსახურებოდა მეფრინველეობის დარგის განვითარებას. 2013 წლიდან კომპანია ბაზარზე უკვე “ჯეოვეტის” სახელწოდებით გამოჩნდა, რომლის ძირითადი საქმიანობა ვეტერინარული ფარმაცია გახდა, კონკრეტულად, ვეტერინარული პრეპარატების იმპორტი & რეალიზაცია.

კომპანიის განვითარების ეტაპები

2013 წლიდან კომპანია “ჯეოვეტი” გახდა “მედიკავეტის” ოფიციალური წარმომადგენელი ამიერ
კავკასიაში, ასევე თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა ვეტერინარულ ორგანიზაციებთან, რომლებიც ხარისხიანი და ინოვაციური პრეპარატების წარმოებაზეარიან ორიენტირებული.

კომპანიის წარმატება განსაზღვრა ხარისხიანმა პროდუქციამ და კომპლექსურმა სერვისმა, 2003 წლიდან დღემდე, კომპანია აქტიურად თანამშრომლობს ფერმერებთან, კომერციულ&არაკომერციულ ორგანიზაციებთან, სახელმწიფო დაწესებულებებთან, სამეცნიერო კვლევით ცენტრებთან, მსოფლიოში წამყვან ლაბორატორიებთან და სამეცნიერო ინსტიტუტებთან.

2015 წლიდან ორგანიზაციამ აქცენტი გააკეთა საქართველოში უმნიშვნელოვანესი დარგის აკვაკულტურის განვითარებაზე, კომპანიის ხელმძღვანელობით საქართველოში მოწვეული იქნა დარგის სპეციალისტები სხვადასხვა ქვეყნებიდან.

წლების განმავლობაში დაგროვილმა ცოდნამ და გამოცდილებამ კომპანიას მისცა საშუალება, რომ მომხმარებლისთვის შეეთავაზებინა მათი განვითარებისთვის აუცილებელი სერვისები, რაც ამჟამად მოიცავს:

  • კონსულტაციები აგრომიმართულებით
  • ლაბორატორიული მომსახურება
  • თანამედროვე ფარმაცევტული ვეტერინარული პრეპარატები / ვაქცინები / ინვენტარი / ცხოველთა და ფრინველთა საკვები.

გარდა ამისა საქართველოს სასურსათო ბაზარზე არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე კომპანიამ გადაწყვიტა სურსათის მწარმოებელებს გაუწიოს კონსულტირება თანამედროვე სტანდარტების & ხარისხის დანერგვაში და შესათავაზოს მაღალი ხარისხის სარეცხი / სადეზინფექციო საშუალებები.

კომპანიის მიზნები

კომპანიის მიზანია დროში პროგრესირება, რაც ეფუძნება მომხმარებლისთვის ინოვაციური მეთოდების, ცოდნის, მსოფლიოში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციების დანერგვას და ხარისხიანი პროდუქციის მიწოდებას. კომპანიის მიზანია ჩვენს მიერ დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება გადასცეს ახალგაზრდა სპეციალისტებს, რომლებიც მომავალში ამ ცოდნას გამოიყენებენ კომპანიისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ. კომპანიის კრედო: ჩვენი ხარისხი თქვენი წარმატების გარანტი

ჩვენი გუნდი

მანუჩარ ცეცხლაძე

დამფუძნებელი / დირექტორი

სოფიო ჯაფარიძე

ფინანსური მენეჯერი

სოფიო ჩომახაშვილი

რეალიზაციის მენეჯერი

მაია ფანცულაია

მთავარი ბუღალტერი

ოთარ ინასარიძე

მთავარი ვეტერინარი

ლოლა ჯაფარიძე

ხარისხის კონტროლისა და სურსათის უვნებლობის სპეციალისტი

თეო კილაძე

იურისტი

კახა ჯაფარიძე

ლოჯისტიკის მენეჯერი

პარტნიორები