PRESAN პრესანი პრებიოტიკი

შემადგენლობა:  ტოპინამბური და პრებიოტიკულად აქტიური მცენარეები

დაფასოება : 100 მლ , 1 ლ , 5 ლ

კატეგორია:

აღწერა

შემადგენლობა:  ტოპინამბური და პრებიოტიკულად აქტიური მცენარეები

ბიოლოგიური თვისებები:   პრესანი ყვითელი შეფერილობის არომატული სუნის მქონე პერორალური ხსნარია, რომელიც მიღებულია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებისა და მცენარეულ კულტურების ექსტრაქციის გზით, ის აწესრიგებს კუჭნაწლავის მიკროფლორას, თრგუნავს პათოგენურ ორგანიზმებს, ააქტიურებს და აღადგენს ნაწლავის ბაქტერიებს (ბიფიდობაქტერია, პროპიონმჟავა) არეგურირებს  PH-ს, ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას და უზრუნველყოფს სულადობის გადარჩენა/შენარჩუნებას. არ შეიცავს  გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებს

ჩვენებები:   პრესანი გამოიყენება  სასოფლო სამეურნეო ცხოველებში, ფრინველებში და თევზებში კუჭნაწლავის ტრაქტის დაავადებებისა (ენტერიტებით ან საკვებით გამოწვეული დიარეები) და დიზბაქტერიოზის სამკურნალო-საპროფილაქტიკოდ, ასხლეტის დასაწყისში საკვებზე გადაყვანის დროს გართულებების თავდან ასაცილებლად, კუჭნაწლავის ტრაქტიდან საკვები ნივთიერებების  ათვისებადობის გასაძლიერებლად, საკვების კონვერსიის შესამცირებლად, აირებისა და ამიაკს შესამცირებლად ნაწლავებში, საჭმლის მომნელებელი სისტემის  ნორმალიზაციისა და უკეთესი ფუნქციონირებისათვის.

პრესანი ეძლევა ყოველდღიურად  სასმელ წაყალთან ან საკვებთან ერთად

დოზირება:   ცხოველებში   და  ფრინველებში –  1 მლ / 1ლიტრ  სასმელ წყალთან   ან  1 ლიტრი / 500 კგ   საკვებთან ერთად   7 დღის განმავლობაში

თევზებში –  2 მლ/ 1 კგ  საკვებთან  ერთად     15  დღის განმავლობაში

დაყოვნება:  არ საჭიროებს

თავსებაობა:  თავსებადია სხვა პრეპარატებთან

გვერდითი ეფექტები:  არ გამოვლენილა

უსაფრთხოება:  გამოყენების პერიოდში აუცილებელია უნდა დავიცვათ პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხოების ზოგადი წესები. კანზე და თვალში  შემთხვევითი კონტაქტის  შემთხვევაში ჩამოიბანეთ წყლის ჭავლით

ვადა და შენახვის პირობები:  წარმოებიდან 2 წელი. ინახება  გრილ, მშრალ,  სინათლისგან და ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილზე

დაფასოება :  100 მლ , 1 ლ, 20 ლ

მწარმოებელი:    შპს  ჯეოვეტი,  საქართველო

Go to Top