ეუროვიტი/EUROVIT – ვიტამინურ-ამინომჟავური კომპლექსი

დაფასოება: 100მლ, 1ლ.

აღწერა

შემადგენლობა:

A– 20.000.000 ს.ე.    D 3 3 000 000 მგ,   E-10 000 მგ,   B12500  მგ,     B2-2500 მგ,   B6 –500 მგ,   B 12 – 5მგ, ბიოტინი- 15 მგ,   D-C  პანტოტენატი- 2500მგ,  K 3   – 500 მგ, L- ლიზინი -500 მგ, DL- მეთიონინი-2000 მგ, L-  ტრეონინი- 3000მგ, პროპილენ გლიკოლი 100 000 მგ, გლიცერინი 50 0000 მგ

ფარმაკოლოგიური თვისება: ეუროვიტი – ვიტამინებისა და ამინომჟავების კომპლექსია, რომელიც ხელს უწყობსორგანიზმში მიმდინარე ბიოლოგიური პროცესების ნორმალიზებას. პროდაქტივ ფორტემიღების შემდეგ, ერთვება  ნივთიერება ცვლისა და ცილების სინთეზირების პროცესებში. აბალანსებს  წყალში, ცხიმში ხსნადი ვიტამინებისა და აუცილებელი ამინომჟავების დეფიციტს. ქათმებში ამაღლებს კვერცხის წარმოებას, მეხორცულ ჯიშებში (ცხოველი, ფრინველი, თევზი, მღრნელები) მნიშვნელოვნად ზრდის ყოველდღიურ წონა-მატს.ცხოველებში მნიშვნელოვნად მატულობს განაყოფიერების უნარი და ამცირებს ნაყოფის სიკვდილიანობას. აუმჯობესებს მადას, აძლიერებს ორგანიზმის წინააღმდეგობის გაწევის უნარსსტრესებისა და ინფექციური დაავადებების მიმართ. აქვს დადებითი გავლენა კანისა და კანის საფარველის ხარისხზე. არ ახასიათებს ემბრიოტოქსიკური, ტერატოგენული, მუტაგენური და სენსიბილური ეფექტები.

ჩვენება: შინაურ ცხოველებში, ფრინველებში, მღრნელებში, თევზებში  ორგანიზმის საერთო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ჰიპოვიტამინოზების საპროფილაქტიკოდ, ინფექციური, ინვაზიური და ვირუსული წარმოშობის დაავდებების დროს ორგანიზმის გასაძლიერებლად, ვაქცინაციის შემდეგ და ტრანსპორტირების დროს  სტრესების საპროფილაქტიკოდ და  სამკურნალოდ,ინტოქსიკაციის დროს, ზრდის სტიმულაციისთვის, ანატიბიოტიკო- და ქიმიოთერაპისას და მათი გამოყენების შემდეგ.

გამოყენება და დოზირება:

ფრინველები, მღრნელები: 1მლ /  5  ლიტრ  სასმელ  წყალთან  5-7  დღე

მსრქ და წვრქ პირუტყვი, ღორი, ცხენი:  1მლ / 15-25 კგ  ცოცხალ წონაზეპერორალურად 5-7 დღე

თევზი:  2 მლ /  1 კგ  საკვებთან ერთად15 – 20 დღე

გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები: დადგენილ დოზებში არ გამოვლენილა .ჰიპერმგრძნობიარე ცხოველებში შესაძლოა ალერგიული რეაქციები. ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

დაყოვნება: არ არის აუცილებელი

შენახვის პირობები და ვადა: ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ და ბნელ ადგილას. შენახვის ვადა: 2 წელი

დაფასოება: 100მლ, 1ლ.

მწარმოებელი: ვიმარი, თურქეთი

Go to Top