ივერმექტინი/IVERMECTIN – საინექციო ანტიჰელმინთური ხსნარი

შეფუთვა:  20 მლ; 100 მლ

აღწერა

შემადგენლობა : მლ -ში  ივერმექტინი   10 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:  ივერმექტინი მიეკუთვნება მაკროციკლური ლაქტონების კლასის სისტემური მოქმედების ანტიპარაზიტულ საშუალებას.  ივერმექტინს  აქვს გამოხატული ანტიპარაზიტული მოქმედება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ფილტვებისა და თვალების ნემატოდების, კანქვეშა, ცხვირ-ხახის, კუჭის ბუზების, ტილების, სისხლისმსმელი და სარკოპტოიდური ტკიპების  ლარვის  განვითარების სხვადსახვა  ფაზებზე. ივერმექტინის მოქმედების მექანიზმია მისი გავლენა ქლორის იონების გავრცელებაზე პარაზიტის ნერვული და კუნთოვანი უჯრედების მემბრანების მეშვეობით, მთავარი სამიზნეებია გლუტამატისადმი მგრძნობიარე ქლორიდის არხები, ასევე გამა-ამინობუტირმჟავას რეცეპტორები. ქლორის იონების დინების ცვლილება არღვევს ნერვული იმპულსების გამტარობას, რაც იწვევს პარაზიტის დამბლას და სიკვდილს.  ივერმექტინი სწრაფად შეიწოვება ინექციის ადგილიდან და ნაწილდება ცხოველის ორგანოებსა და ქსოვილებში, რაც უზრუნველყოფს პარაზიტოციდურ ეფექტს 10-14 დღის განმავლობაში. ცხოველების ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდთან და ნაღველთან ერთად, მეძუძურ ცხოველებში ასევე რძით.

რეკომენდებულ დოზებში პრეპარატს არ გააჩნია ემბრიოტოქსიური, ტერატოგენული ან მუტაგენური ეფექტი და სწრაფად ნადგურდება გარე გარემოში. პრეპარატი ტოქსიკურია ფუტკრებისთვის, ასევე თევზისთვის და სხვა წყლის ორგანიზმებისთვის

დანიშნულება: ივერმექტინი გამოიყენება  ცხოველებში სამკურნალოდ და პროფილაქტიკური მიზნით ექტო და ენდო პარაზიტებით  გამოწვეულ დაავადებებზე:

მსხვილფეხა პირუტყვი – სტრონგილატოზით, ტრიქურიაზით, სტრონგილოიდიაზით, თელაზიოზით, სიფუნკულატოზით, ჰიპოდერმატოზით, ფსოროპტოზით, სარკოპტიური მანჟით და ქორიოპტოზით;

ცხვარი და თხა დიქტოკაულოზით, პროტოსტრონგილოზით, მულერიოზით, ჰემონქოზით, ოსტერტაგიაზით, ნემატოდიროზით, მარშალაგიაზით, კუპერიოზით, ეზოფაგოსტომოზით, ბუნოსტომოზით, ტრიქურიაზით, სტრონგილოიდიაზით, მელოფაგოზით, ესტროზით, ფსოროპტოზით და ჰაბერტიოზით;

ღორები – ტრიქურიაზით, ასკარიაზით, მეტასტრონგილოზით, ეზოფაგოსტამოზით, სტრონგილოიდიაზით, სტეფანოროზით, ჰემატოპინოზით და სარკოპტიკური მანჟით.

მსხვილფეხა პირუტყვი სტრონგილატოზით, ტრიქურიაზით, სტრონგილოიდიაზით, თელაზიოზით, სიფუნკულატოზით, ჰიპოდერმატოზით, ფსოროპტოზით, სარკოპტიური მანჟით და ქორიოპტოზით;

დოზირება:  გამოიყენება კანქვეშა ინექციით ასეპტიკის სრული დაცვით

მსრქ პირუტყვის, ცხვრის, თხის – 1,0 მლ   50 კგ ცხოველის წონაზე

ღორები – 1,0 მლ  33 კგ ცხოველის წონაზე

ცხოველთა დაავადების მძიმე შემთხვევებში სარკოპტოიდოზით მკურნალობა ტარდება ორჯერ 8-10 დღის ინტერვალით.

თუ საინექციო ხსნარის მოცულობა 10 მლ-ზე მეტია, ის ცხოველს უნდა მიეცეს რამდენიმე ადგილას.

ცხოველების ნემატოდების მკურნალობა ტარდება შემოდგომაზე, სადგომებში მოთავსებამდე და გაზაფხულზე, საძოვრებზე გატანამდე, ბუზების ინვაზიის საწინააღმდეგოდ – ბუზების ფრენის დასრულებისთანავე, არაქნოენტომოზის პათოგენების წინააღმდეგ – შესაბამისად. ჩვენებები

უკუჩვენებები:  არ გამოიყენოთ იმ ძროხებში ან ლაქტაციის პერიოდში მყოფ მეწველ ცხვრებში, რომლებიც აწარმოებენ რძეს ადამიანის მოხმარებისთვის

გვერდითი  მოვლენები:  მედიკამენტის კანქვეშა შეყვანისთანავე ზოგიერთ ცხოველში შეიძლება აღინიშნოს  დროებითი დისკომფორტი. პირუტყვში ეს შეიძლება გამოიხატოს ქცევის დარღვევით (მაგ. ხტუნვა) რომელიც ქრება 15 წუთის შემდეგ.

დაყოვნების დრო:

რქოსანი პირუტყვი – ხორცი: 49 დღე;  მშობიარობამდე 60 დღით ადრე

ცხვარი – ხორცი 42  დღე.   მშობიარობამდე 60 დღით ადრე

ღორი – ხორცი  28 დღე

გაფრთხილებები!!!  მხოლოდ ცხოველების სამკურნალოდ. გამოიყენება  ვეტერინარის პასუხილგებლობითა და მეთვალყურეობით. ცარიელი ტარა არ გადააგდოთ გარემოში – გაუფრთხილდით  გარემოს

შენახვის პირობები:  შეინახეთ  ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, გრილ, ბნელ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე

შენახვის ვადა:   წარმოებიდან  3 წელი; ქარხნული შეფუთვის გახსნიდან  30 დღე

შეფუთვა:  20 მლ; 100 მლ

მწარმოებლი:     აზია ანიმალ ფარმაცევტიკალი; ვიეტნამი

Go to Top