დაფასოება: 270 მლ
ალუმიკენ სპრეი/ALUMICEN SPRAY – ანტიბაქტერიული, ანტისეპტიკური აეროზოლი
აღწერა
შემადგენლობა: მიკრონიზირებული ალუმინი 2.4 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები და ჩვენებები: ალუმიკენ სპრეი გამოიყენება ცხოველებში სხვადასხვა სახის ჭრილობების სამკურნალოდ. ალუმიკენ სპრეის აქვს ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები. დაზიანებულ ადგილზე გამოყენებისას ის ქმნის მკვრივ ფენას, რომელიც ხელს უშლის განმეორებით ბაქტერიულ დაბინძურებას და გარემოს მავნე ზემოქმედებას. პრეპარატს აქვს ჭრილობისა და ჭრილობის ექსუდატის(ლორწო) გამშრობი ეფექტი. სპრეი ქმნის დამცავ ფენას ჭრილობის სახვევზე, რომელიც არ აძლევს ჭრილობაში ტენიანობის, ჭუჭყის, მიკროფლორას ან ექტოპარაზიტების შეღწევის საშუალებას. ალუმიკენ სპრეის სპეციალური ფორმულის წყალობით, სპრეი არ უშლის ჭრილობის ზედაპირს სუნთქვაში, რადგან ის კარგად ატარებს ჟანგბადის მოლეკულებს ქსოვილში
გამოყენების სპეციფიკა : ყველა სახის ცხოველებსა და ფრინველებში, შესხურებისას სპრეი ქმნის მყარ, ერთ ფენიან, დამცავ ზედაპირს. არ შეიძლება ჩამოიბანოთ წყლით ან სხვა სარეცხი საშუალებებით. მისხურებისთანავე მომენტალურად შეიწოვება და შრება, არის ანტიბაქტერიული, ამცირებს ჭრილობის კიდეების გაფართოებას და აჩქარებს შეხორცების პროცესს. იდეალურია პოსტოპერაციულ პერიოდში
ჩვენებები: კანის დაზიანებები, ჭრილობები, რქების ამოღება, კიდურებზე, ჩლიქებზე ჭრილობების დაცვა, სხვადასხვა ეტიოლოგიის ჭრილობების დაცვა, ყურების დაჭრის შემდეგ ჭრილობის მკურნალობა და ა.შ. ჩლიქის გვირგვინის დაზიანება და ჩლიქის სხვა დაზიანებები საჭიროა ჭრილობების დასაცავად, გაწმენდისა და დეზინფექციის შემდეგ 1-2-ჯერ დღეში
შენიშვნა: გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.
დოზირება: გამოიყენეთ 30 სმ-დან მისხურებით ჭრილობის დაფარვამდე. გამოიყენეთ ეკონომიურად, არ საჭიროებს ჭრილობის დასაფარათ დიდი რაოდენობით გამოყენებას
დაყოვნების პერიოდი:
არ საჭიროებს
შენახვის პირობები: შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ, ბნელ ადგილზე 10-25°C ტემპერატურაზე, წნევით შეფუთვის წესების დაცვით
სპეციალური გაფრთხილება:
ნარჩენი პრეპარატი ან ცარიელი ტარა არ გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში, გაუფრთხილდით გარემოს და დაიცავით გარემოსც დაცვითი წესები
შენახვის ვადა: წარმოებიდან 3 წელი
დაფასოება: 270 მლ
მწარმოებელი: სენავისა , ესპანეთი