ატონილი/ATONYL – ანტიბიოტიკი

დაფასოება: 40 მლ

აღწერა

 

შემადგენლობა :    1 მლ-ში  ნეოსტიგმინი – 1.5 მგ

სამიზნე სახეობები: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხენი,  ცხვარი, თხა, ღორი, ძაღლი, კატა.

ფარმაკოლოგიური თვისებები: ნეოსტიგმინი  ბლოკავს ქოლინესტერაზას, რომელიც ხელს უშლის აცეტილქოლინის ჰიდროლიზურ დაშლას, რომელიც დაგროვების დროს ზრდის ტონუსს და აძლიერებს საშვილოსნოს, კუჭ ნაწლავის შეკუმშვის აქტივობას, ასტიმულირებს რეპროდუქციულ ფუნქციას ძროხებში, ხელს უწყობს მშობიარობის შემდეგომი საშვილოსნოს გართულებების პრრვენციას, საკვერცხეების ჰიპოფუნქციას. ატონილი გამოიყენება სამჭმლის მომნელებელი სისტემის, რეპროდუქციული სისტემის, ნერვული სისტემის დავადებების სამკურნალო საპროფილაქტიკოდ

ჩვენებები:   ნაწლავის პერისტალტიკის სისუსტე, ცოხნის სისუსტე,  ატონია,  წიგნარის  დაცობა-გადატვირთვა, პლაცენტის (მომყოლი) შეკავება ,  საშვილოსნოს ინვოლუცია,  პარეზი, დამბლა (ენცეფალიტის, მენინგიტის, ენცეფალომენინგიტის შემდეგ გამოჯანმრთელების პერიოდში) ნევრიტი;  შარდის შეკავება(გადავსებული შარდის ბუშტი); მიასთენია  გრავისის  დიაგნოსტიკისა და მკურნალობა.

მიღების გზა და დოზირება:   კანქვეშა ან კუნთში

ნეოსტიგმინი  0,022 მგ (22 მკგ)/კგ  სხეულის მასაზე (უდრის 0,15 მლ/10 კგ სხეულის წონაზე)  – 1,5 მლ  100 კგ ცოცხალ  წონაზე

ლოდინის  პერიოდი:   ხორცი: 0 დღე.   რძე: 0 დღე.

უკუჩვენებები:   არ გამოიყენოთ მაკე ცხოველებში!    აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის  შემთხვევაში

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან :

არ გამოიყენოთ სხვა ქოლინესტერაზას ინჰიბიტორებთან ან დეპოლარიზაციულ ნეირომუსკულარულ ბლოკატორებთან ერთად (საქცინილქოლინი). კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება შეამცირონ ნეოსტიგმინის ანტიქოლინესტერაზას აქტივობა. თეორიულად, დექსპანთენოლს შეიძლება ჰქონდეს დამატებითი ეფექტი ნეოსტიგმინთან ერთად.

შენახვის  პირობები:  შეინახეთ ფლაკონი მუყაოს კოლოფში  ბავშვებისთვის მიუწვდომელ   და სინათლისაგან დაცულ ადგილას

შენახვის ვადა:      3 წელი.    ფლაკონის პირველი გახსნიდან  50 დღე

შეფუთვის ზომა:  მუყაოს ყუთში  40 მლ  ფლაკონი

მწარმოებელი:   სენავისა ; ესპანეთი

Go to Top