დიატრი-აქუა 50%/DIATRI-AQUA 50% – მეთევზეობაში გამოსაყენებელი პერორალური სულფანილამიდი

დაფასოება: 500გრ და 1 კგ

აღწერა

შემადგენლობა: 1 გრ -ში სულფადიაზინი 416.7 მგ,  ტრიმეტოპრიმის 83.3 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები: დიატრი-აქუა არის სულფადიაზინ-ტრიმეტოპრიმის კომბინირებული სინთეტიკური ანტიბაქტერიული საშუალება, რომელსაც ახასიათებს მოქმედების ფართო სპექტრი გრამუარყოფითი და გრამდადებითი ორგანიზმების წინააღმდეგ. განსაკუთრებით აქტიურია: აერომონას სალმონიციდას, აერომონას პუნქტატას, სტაფილოკოკუს აურეუსის, ვიბრიონასეას, სტრეპტოკოკუსის, აქტინომიკუსის, კორინებაქტერიუმის, ფლავობაქტერიების, ოოდინიუმის, ლისტერია მონოციტოგენეზის, ერიზიპელოტრიქსი რუსიოპათიას, ფუზობაქტერიუმის წინააღმდეგ.

ჩვენებები: ბაქტერიული ჰემორაგიული სეფსისი, იხტიოფტორიოზი, აერომონოზი, ენტერიტი, ლეპიდორტოზი, ფსევდომონოზი, ფურუნკულოზი, კორინობაქტერიოზი, ქვიშის დაავადება, ფარფლების სიდამპლე, თირკმლის ბაქტერიული დაავადება, წითელი პირი, სტრეპტოკოკური ინფექციები, ფლოვაბაქტერიოზი (ცივი წყლის დაავადება).

გამოყენება და დოზირება:

პრაქტიკული დოზა: 8- 10 გრ / 100  კგ თევზის ცოცხალი წონზე საკვებთან ერთად

მკურნალობის პერიოდი:  7 – 10 დღე

შენახვის ვადა და პირობები: შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ და გრილ ადგილას.

შენახვის ვადა: 2 წელი.

დაფასოება: 500გრ და 1 კგ

მწარმოებელი: მედიკავეტი, თურქეთი

Go to Top