შეფუთვა: 20 მლ; 100 მლ
ივერმექტინი/IVERMECTIN – საინექციო ანტიჰელმინთური ხსნარი
აღწერა
შემადგენლობა : მლ -ში ივერმექტინი 10 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები: ივერმექტინი მიეკუთვნება მაკროციკლური ლაქტონების კლასის სისტემური მოქმედების ანტიპარაზიტულ საშუალებას. ივერმექტინს აქვს გამოხატული ანტიპარაზიტული მოქმედება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ფილტვებისა და თვალების ნემატოდების, კანქვეშა, ცხვირ-ხახის, კუჭის ბუზების, ტილების, სისხლისმსმელი და სარკოპტოიდური ტკიპების ლარვის განვითარების სხვადსახვა ფაზებზე. უზრუნველყოფს პარაზიტოციდურ ეფექტს 10-14 დღის განმავლობაში. ცხოველების ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდთან და ნაღველთან ერთად, მეძუძურ ცხოველებში ასევე რძით.
რეკომენდებულ დოზებში პრეპარატს არ გააჩნია ემბრიოტოქსიური, ტერატოგენული ან მუტაგენური ეფექტი და სწრაფად ნადგურდება გარე გარემოში. პრეპარატი ტოქსიკურია ფუტკრებისთვის, ასევე თევზისთვის და სხვა წყლის ორგანიზმებისთვის
ჩვენებები: ივერმექტინი გამოიყენება ცხოველებში სამკურნალოდ და პროფილაქტიკური მიზნით ექტო და ენდო პარაზიტებით გამოწვეულ დაავადებებზე:
მსხვილფეხა პირუტყვი – სტრონგილატოზით, ტრიქურიაზით, სტრონგილოიდიაზით, თელაზიოზით, სიფუნკულატოზით, ჰიპოდერმატოზით, ფსოროპტოზით, სარკოპტიური მანჟით და ქორიოპტოზით;
ცხვარი და თხა დიქტოკაულოზით, პროტოსტრონგილოზით, მულერიოზით, ჰემონქოზით, ოსტერტაგიაზით, ნემატოდიროზით, მარშალაგიაზით, კუპერიოზით, ეზოფაგოსტომოზით, ბუნოსტომოზით, ტრიქურიაზით, სტრონგილოიდიაზით, მელოფაგოზით, ესტროზით, ფსოროპტოზით და ჰაბერტიოზით;
ღორები – ტრიქურიაზით, ასკარიაზით, მეტასტრონგილოზით, ეზოფაგოსტამოზით, სტრონგილოიდიაზით, სტეფანოროზით, ჰემატოპინოზით და სარკოპტიკური მანჟით.
მსხვილფეხა პირუტყვი სტრონგილატოზით, ტრიქურიაზით, სტრონგილოიდიაზით, თელაზიოზით, სიფუნკულატოზით, ჰიპოდერმატოზით, ფსოროპტოზით, სარკოპტიური მანჟით და ქორიოპტოზით;
დოზირება: გამოიყენება კანქვეშა ინექციით ასეპტიკის სრული დაცვით
მსრქ პირუტყვის, ცხვრის, თხის – 1,0 მლ 50 კგ ცხოველის წონაზე
ღორები – 1,0 მლ 33 კგ ცხოველის წონაზე
ცხოველთა დაავადების მძიმე შემთხვევებში სარკოპტოიდოზით მკურნალობა ტარდება ორჯერ 8-10 დღის ინტერვალით.
თუ საინექციო ხსნარის მოცულობა 10 მლ-ზე მეტია, ის ცხოველს უნდა მიეცეს რამდენიმე ადგილას.
ცხოველების ნემატოდების მკურნალობა ტარდება შემოდგომაზე, სადგომებში მოთავსებამდე და გაზაფხულზე, საძოვრებზე გაყვანამდე, ბუზების ინვაზიის საწინააღმდეგოდ – ბუზების ფრენის დასრულებისთანავე, არაქნოენტომოზის პათოგენების წინააღმდეგ – შესაბამისად.
უკუჩვენებები: არ გამოიყენოთ იმ ძროხებში ან ლაქტაციის პერიოდში მყოფ მეწველ ცხვრებში, რომლებიც აწარმოებენ რძეს ადამიანის მოხმარებისთვის
გვერდითი მოვლენები: მედიკამენტის კანქვეშა შეყვანისთანავე ზოგიერთ ცხოველში შეიძლება აღინიშნოს დროებითი დისკომფორტი. პირუტყვში ეს შეიძლება გამოიხატოს ქცევის დარღვევით (მაგ. ხტუნვა) რომელიც ქრება 15 წუთის შემდეგ.
დაყოვნების დრო:
რქოსანი პირუტყვი – ხორცი: 49 დღე; მშობიარობამდე 60 დღით ადრე
ცხვარი – ხორცი 42 დღე. მშობიარობამდე 60 დღით ადრე
ღორი – ხორცი 28 დღე
გაფრთხილებები!!! მხოლოდ ცხოველების სამკურნალოდ. გამოიყენება ვეტერინარის პასუხილგებლობითა და მეთვალყურეობით. ცარიელი ტარა არ გადააგდოთ გარემოში – გაუფრთხილდით გარემოს
შენახვის პირობები: შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, გრილ, ბნელ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე
შენახვის ვადა: 3 წელი; ქარხნული შეფუთვის გახსნიდან 30 დღე
შეფუთვა: 20 მლ; 100 მლ
მწარმოებლი: აზია ანიმალ ფარმაცევტიკალი; ვიეტნამი