დაფასოება: 100 მლ; 1ლ; 5 ლ
კოლისენი/COLICEN – პერორალური ანტიბიოტიკი
აღწერა
შემადგენლობა: 1 მლ-ში კოლისტინის სულფატი 4 000 000 სე
ფარმაკოლოგიური თვისებები: კოლისტინი ავლენს კონცენტრაციაზე დამოკიდებულ აქტივობას გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ. პერორალური მიღების შემდეგ, მაღალი კონცენტრაცია მიიღწევა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, ანუ სამიზნე ადგილას, ნივთიერების ცუდი შეწოვის გამო. ეს ფაქტორები მიუთითებს იმაზე, რომ მკურნალობის უფრო დიდი ხანგრძლივობა, ვიდრე მითითებულია განყოფილებაში 4.9, რაც იწვევს არასაჭირო ექსპოზიციას, არ არის რეკომენდებული.
კოლისტინი არის ბოლო საშუალება ადამიანის მედიცინაში ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია რამდენიმე წამლის მიმართ რეზისტენტული ბაქტერიით. კოლისტინის ფართო გამოყენებასთან დაკავშირებული პოტენციური რისკის შესამცირებლად, მისი გამოყენება უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ მკურნალობით ან მკურნალობით და დაავადებების მეტაფილაქსიით და არ უნდა იქნას გამოყენებული პროფილაქტიკისთვის.
ჩვენებები: გამოიყენება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი (ხბო), ცხვარი (ბატკნარი), ღორი, ქათამი და ინდაური: კოლისტინის მიმართ მგრძნობიარე E. coli-ით გამოწვეული ნაწლავური ინფექციების მკურნალობა და მეტაფილაქსია. დაავადების არსებობა უნდა დადგინდეს ჯგუფში ან ნახირში მეტაფილაქტიკური მკურნალობის დაწყებამდე კოლისტინის სულფატი გამოიყენება კუჭ ნაწლავის ტრაქტის ინფექციების საწინააღმდეგოდ როგორიცაა e-coli, salmonella, pseudomonas aeroginoza, ფრინველისა და ხბოს ენტერიტი,
უკუჩვენება: არგამოიყენოთ ცხენებში, განსაკუთრებით კვიცებში,რადგან კოლისტინმა, კუჭ-ნაწლავის მიკროფლორას ბალანსის ცვლილების გამო, შეიძლება გამოიწვიოს ანტიმიკრობული კოლიტის განვითარება (კოლიტი X), რომელიც ჩვეულებრივ ასოცირდება Clostridium difficile-თან და შეიძლება იყოს ფატალური. არ გამოიყენოთ კოლისტინის ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ ჰიპერ მგრძნობელობის შემთხვევაში. არ გამოიყენოთ პოლიმიქსინების მიმართ რეზისტენტობის შემთხვევაში
დოზირება: ხბოები, ბატკნები, ღორები – 100,000 სე კოლისტინი კგ სხეულის წონაზე ყოველდღიურად 3-5 დღის განმავლობაში სასმელ წყალთან ან რძესთან (შემცვლელი)
ან 1 მლ /40 კგ სხეულის ცოცხალ წონაზე
ფრინველი – 75 000 სე კოლისტინი კგ სხეულის წონაზე დღეში ერთჯერ ან 1 მლ 4 ლიტრ სამელ წყალთან 3-5 დღის განმავლობაში
დაყოვნება: ხორცი და სუბპროდუქტები: 1 დღე. კვერცხი: ნული დღე
თავსებადობა სხვა პრეპარატებთან და ნივთიერებებთან: კოლისტინის სულფატის მოქმედებას თრგუნავს ბივალენტური კათიონები, როგორიცაა Ca2+ და Mg2+, უჯერი ცხიმოვანი მჟავები და მეოთხეული ამონიუმის ნაერთები
გაფრთხილება: არ გამოიყენოთ პროფილაქტიკის მიზნით!!!
ნარჩენი პრეპარატი ან ცარიელი ტარა არ უნდა გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გაუფრთხილდით გარემოს და დაიცავით გარემოს დაცვითი წესები
გამოიყენება ვეტერინარის მიერ ან მათი უშუალო პასუხისმგებლობით !!!
შენახვის ვადა და პირობები:
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 25ºC-ზე დაბალ ტემპერატურაზე. დაიცავით სინათლისგან.
ვადა: წარმოებიდან 3 წელი. პირველადი შეფუთვის გახსნიდან 6 თვე
დაფასოება: 100 მლ; 1ლ; 5 ლ
მწარმოებელი: სენავისა , ესპანეთი