შემადგენლობა:1მლ პრეპარატში ტოლტრაზურილი ………25 მგ.
დაფასოება:
5 მლ. 100 მლ . 1ლ
შემადგენლობა:1მლ პრეპარატში ტოლტრაზურილი ………25 მგ.
დაფასოება:
5 მლ. 100 მლ . 1ლ
მწარმოებელი:მედიკავეტი,თურქეთი
შემადგენლობა:1მლ პრეპარატში ტოლტრაზურილი ………25 მგ.
სამიზნე სახეობები: ფრინველები, კურდღელი,თევზი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ტოლტრაზურილი სინთეტიკური წარმოშობის ანტიკოკციდური პრეპარატია ტრიაზინტრიონის ჯგუფიდან. საუკეთესოა ეიმერიებზე ფართო სპექტრის მოქმედებით. აქტიურია კოკციდების ყველა ტიპზე და სტადიაზე: E.acervulina, E.brunetti, E.tenella, E.maxima,E.necatrix,E.mitis, E.adenoides, E.meleagrimitis, E.anseris, E.truncata. კოქსმედი ნაკლებად ტოქსიურია, 10-ჯერ დოზის გადამეტება არ იწვევს გვერდით მოვლენებს. არ ახასიათებს ტერატოგენული, მუტაგენური და კარცეროგენული თვისება. თავსებადია სხვადასხვა სამკურნალო საშუალებებთან, ვიტამინებთან და საკვებ დანამატებთან.
ჩვენებები:
ბროილერის (ფერადი ქათმის), ინდაურის, იხვის, ბატის, კურდღლების კოკციდიოზის პროფილაქტიკა და მკურნალობა.
თევზებში: პლისტოფოროზი (აკვარიუმის თვზები), იხტიოფტორიოზი
დოზირება:
მკურნალობა : 1მლ / 1ლ წყალში 48- 60 საათის განმავლობაში ან
3მლ / 1ლ წყალში 8 საათის განმავლობაში 2 დღე .
პროფილაქტიკა: 1მლ / 1,5 – 2 ლ სასმელ წყალში 48 საათი
თვზებში: 100 მლ / 100 კგ ცოცხალ წონაზე, 5-7 დღე, დღეში ერთჯერ საკვებთან
აუცილებელია ყოველ 24 საათში ახალი ხსნარის მომზადება.
ლოდინის პერიოდი:
ხორცი :5 დღე
უკუჩვენება:
არ გამოვლენილა
დაფასოება:
5 მლ. 100 მლ . 1ლ
შენახვის პირობები და ვადა:
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას 10-20° C ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა: 3 წელი.