დაფასოება: 5გრ, 100 გრ და 1 კგ
მედოქსი 50%/MEDOX 50% – პერორალური ანტიბიოტიკი
აღწერა
შემადგენლობა: 1გრ პრეპარატში დოქსიციკლინის ჰიდროქლორიდი ………500 მგ.
ფარმაკოლოგიური თვისებები: დოქსიციკლინი მიეკუთვნება ტეტრაციკლინების ჯგუფს და მოქმედებს ბაქტერიოციდულად გრამდადებით და გრამუარყოფით ბაქტერიებზე, როგორიცაა: Bordetella, campylobacter, E. coli, Haemophilus, პასტერელა, სალმონელა, Staphylococcus და Streptococcus spp. დოქსიციკლინი ასევე აქტიურია ქლამიდიაზე, მიკოპლაზმაზე და rickettsia spp.-ზე. დოქსაციკლინის მოქმედების ეფექტი ეფუძნება ბაქტერიებში ცილის სინთეზის დათრგუნვით.
ჩვენებები: ხბოს, თხის, ცხვრის, ღორის, ფრინველისა და თევზის ნაწლავისა და სასუნთქი გზების ქრონიკული ინფექციები, იხტიოფტორიოზი, კამპილობაქტერიოზი, ეშერიხიოზი, პასტერელოზი, სალმონელოზი, ენტერიტი, სტაფილოკოკოზი, სტრეპტოკოზი, ინფექციური სინუსიტი, ართრიტი, ქლამიდიოზი, პოლიოართრიტი.
დოზირება:
ფრინველი: 1გრ / 3-5ლ სასმელ წყალში 3-5 დღე
ხბო, ცხვარი, თხა, ღორი: 1გრ / 40-50 კგ ცოცხალ წონაზე 5 დღე
თევზები: 7 გრ / 100 კგ თევზის ცოცხალ წონაზე, 7-10 დღე, დღეში ერთჯერ საკვებთან
აუცილებელია ყოველ 24 საათში ახალი ხსნარის მომზადება.
გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები: მომატებული გრძნობელობა ტერაციკლინის მიმართ. ალერგიული რეაქციის შემთხვევაში რეკომენდირებულია ანტიჰისტამინური პრეპარატების მიღება. არ გამოიყენება ღვიძლის ფუნქციის დარღვეწვის დროს. დაუშვებელია პენიცილინის, ცეფალოსპორინის, ქინოლების ჯგუფთან, კალციუმის პრეპარატებთან, რინგერის ხსნართან გამოყენება.
დაყოვნება: სახორცედ: ცხოველი – 10-12 დღე, ფრინველი – 7დღე.
შენახვის ვადა და პირობები:
ინახება მშრალ და გრილ ადგილას.
ვადა: 3 წელი
დაფასოება: 5გრ, 100 გრ და 1 კგ
მწარმოებელი: მედიკავეტი, თურქეთი