პროლსენი/PROLCEN – პერორალური ანტიპარაზიტული ფხვნილი

შეფუთვა: 100 გ ;  1კგ

აღწერა

შემადგენლობა: ამპროლიუმი  ……… 200 მგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:  პროლსენი  თეთრი ფერის კრისტალური ფხვიერი პრეპარატია, რომელსაც ახასიათებს სპეციფიკური სუნი და კარგად იხსნება წყალში,  ის აფერხებს  კოკციდიოზის განვითარებას შიზოგონიის სტადიის პირველ და  მეორე გენერაციას , ვიტამინი A  და K აუმჯობესებს ეპითელიუმის ფუნქციურ თვისებებს, ამცირებს სისხლდენას ნაწლავის ლოწროვანი გარსებიდან.ეფექტურია ეიმერიების  ფორმებზე:  E.acervulina, E.maxima, E.tenella,E.necatrix,E.mitis, E.adenoides,E.meleagrimitis, E.anseris, E.truncata, E.bovis, E.cylindrical, E. Ellipoidea, E.Cryptosporidium, E. Muris,  E. Parvus, E. Suis, E.magna, E. Adenoeides,  E. Meleagrimitis, E. labbeana.  ამპრომედს არ ახასიათებს ტერატოგენული, მუტაგენური და კარცეროგენული თვისება. თავსებადია სხვადასხვა სამკურნალო საშუალებებთან, ვიტამინებთან და საკვებ დანამატებთან.

ჩვენებები: ფრინველი: ქათამი, ბროილერები, სარემონტო კვერცხისმდებელი ქათმები, სანაშენე ფრინველი, საკვერცხე ქათამი, ინდაურები, იხვის, ბატი, მტრედი, ხბო, ცხვარი, თხა, ღორი, კურდღლი,თევზი-ის   კოკციდიოზის პროფილაქტიკა და მკურნალობა.

დოზირება: 

მკურნალობა :  ხბო, ღორი ,ცხვარი, თხა – 1 გ   -10 კგ ცოცხალ წონაზე

ფრინველებში:  -1 გ –  2 ლ   სასმელ  წყალში  ან  3-5  დღე

თევზებში: დოზა დგინდება ვეტერინარის მიერ  მდგომარეობიდან გამომდინარე

აუცილებელია ყოველ 24 საათში ახალი ხსნარის მომზადება

გაფრთხილება:  არ არის სასურველი ბ ჯგუფის ვიტამინეთან ერთად გამოყენება, პრეპარატის თერაპიული ეფექტის შესუსტების მიზნით.  დაუშვებელია  პრეპარატის გადაყრა გამდინარე წყალში. არ გამოიყენოთ სხვა მსგავსი ტიპის პრეპარატებთან ერთად. დაიცავით პრეპარატებთან მუშაობის ელემენტარული წესები

დაყოვნების პერიოდი:

ხორცი ნული  დღე

კვერცხი  ნული დღე

უკუჩვენება:      განსაზღვრულ დოზებში  არ გამოვლენილა

დაფასოება:    100 გ ;  1კგ

შენახვის პირობები :

ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას 4-20°C ტემპერატურაზე. გახსნილი პრეპარატის  შენახვა შესაბამის პირობებში შესაძლებელია   სამი თვე

შენახვის ვადა:      წარმოებიდან   3   წელი

მწარმოებელი:       სენავისა, ესპანეთი

Go to Top