დაფასოება: 100 მლ; 1ლ; 5 ლ
სენდოქსი 10%/CENDOX 10% – პერორალური ანტიბიოტიკი
აღწერა
შემადგენლობა: 1 მლ პრეპარატში დოქსიციკლინის ჰიდროქლორიდი ………100 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები: დოქსიციკლინი მიეკუთვნება ტეტრაციკლინების ჯგუფს და მოქმედებს ბაქტერიოციდულად გრამდადებით და გრამუარყოფით ბაქტერიებზე, როგორიცაა: Bordetella, campylobacter, E. coli, Haemophilus, პასტერელა, სალმონელა, Staphylococcus და Streptococcus spp. დოქსიციკლინი ასევე აქტიურია ქლამიდიაზე, მიკოპლაზმაზე და rickettsia spp.-ზე. დოქსაციკლინის მოქმედების ეფექტი ეფუძნება ბაქტერიებში ცილის სინთეზის დათრგუნვით.
ჩვენებები: ღორის, ფრინველის და თევზის ნაწლავისა და სასუნთქი გზების ქრონიკული ინფექციები, კოლიბაქტერიოზი, მიკოპლაზმოზი, კამპილობაქტერიოზი, ეშერიხიოზი, პასტერელოზი, სალმონელოზი, ენტერიტი, სტაფილოკოკოზი, სტრეპტოკოზი, ინფექციური სინუსიტი, ართრიტი, ქლამიდიოზი, პოლიოართრიტი, იხთიოპტირიოზი, არომონოზი
უკუჩვენება: არ გამოიყენოთ პროფილაქტიკის მიზნით !!!.
არ გამოიყენება: ღვიძლის პრობლემების დროს, მწარმოებელ ფრინველში და ცხოველში
დოზირება:
ფრინველი: 1 მლ – 1-2 ლ სასმელ წყალში ან 20 მგ დოქსაციკლინი 1 კგ ცოცხალ წონაზე 3-5 დღე
ღორი: 1 მლ – 2 ლ სასმელ წყალში ან 10 მგ დოქსაციკლინი 1 კგ ცოცხალ წონაზე
5 დღე
თევზები: 1 მლ / 8 კგ თევზის ცოცხალ წონაზე, 7-10 დღე, დღეში ერთჯერ საკვებთან
აუცილებელია ყოველ 24 საათში ახალი ხსნარის მომზადება.
თავსებადობა სხვა პრეპარატებთან და ნივთიერებებთან: არ არის სასურველი პენიცილინის, ცეფალოსპორინის, ქინოლების ჯგუფთან, კალციუმის პრეპარატებთან ერთად გამოყენება. არ გამოიყენოთ ანტაციდებთან, რკინის პრეპარატებთან
გაფრთხილება: მიაქციეთ ყურადღება წყლის PH- ს, სენდოქსი ტუტე არეში შეიძლება დაილექოს. ნარჩენი პრეპარატი ან ცარიელი ტარა არ უნდა გადააგდოთ კანალიზაციაში ან
საყოფაცხოვრებო ნაგავში.
გაუფრთხილდით გარემოს და დაიცავით გარემოსც დაცვითი წესები
გამოიყენება ვეტერინარის მიერ ან მისი უშუალო პასუხისმგებლობით !!!
დაყოვნება:
სახორცედ: ღორი 4 დღე, ფრინველი – 5 დღე
შენახვის ვადა და პირობები:
ინახება მშრალ და გრილ ადგილას. გახსნილი პრეპარატი ინახება 6 თვეს
ვადა: წარმოებიდან 3 წელი
დაფასოება:
100 მლ; 1ლ; 5 ლ
მწარმოებელი:
სენავისა , ესპანეთი.