შემადგენლობა:
დოქსიციკლინის ჰიკლატს….. 230,8 მგ
შეესაბამება 200 მგ საბაზო დოქსიციკლინი
შეფუთვა: 1 ლიტრიანი ბოთლი. 5 ლიტრიანი ბიდონი.
შემადგენლობა:
დოქსიციკლინის ჰიკლატს….. 230,8 მგ
შეესაბამება 200 მგ საბაზო დოქსიციკლინი
შეფუთვა: 1 ლიტრიანი ბოთლი. 5 ლიტრიანი ბიდონი.
მწარმოებელი: სენავისა , ესპანეთი
შემადგენლობა:
დოქსიციკლინის ჰიკლატს….. 230,8 მგ
შეესაბამება 200 მგ საბაზო დოქსიციკლინს
სამიზნე სახეობები:ღორი,ფრინველი.
ჩვენებები:
ქათმები: კოლიბაცილოზის, ქრონიკული რესპირატორული დაავადების და მიკოპლაზმოზის მკურნალობა დოქსიციკლინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით.
ღორები: ღორის რესპირატორულ კომპლექსში შემავალი ინფექციური პროცესების მკურნალობა, რომლებიც გამოწვეულია დოქსიციკლინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, როგორიცაა Mycoplasma hyopneumoniae, Pasteurella multocida და/ან Haemophilus parasuis.
უკუჩვენებები: არ გამოიყენოთ ღვიძლის დარღვევების მქონე ცხოველებში. არ გამოიყენოთ ტეტრაციკლინების ან რაიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში. არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი გამრავლების ფაზაში მყოფი ან კვერცხის მდებელი ფრინველებისთვის.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმებთან: დოქსიციკლინის შეწოვა შეიძლება შემცირდეს საკვებიდან დიდი რაოდენობით კათიონების (Ca, Fe, Mg ან Al) არსებობისას. არ დაინიშნოს ანტაციდებთან, კაოლინის და რკინის პრეპარატებთან ერთად.
დოზირება თითოეული სახეობისთვის, მეთოდი და მიღების წესი:ხსნარი სასმელ წყალთან ერთად მისაღებად .
ღორი: 10 მგ დოქსიციკლინი/კგ სხეულის მასაზე/დღეში, რაც ექვივალენტურია 0,05 მლ ვეტერინარული მედიკამენტისა/კგ სხეულის მასაზე/დღეში, ზედიზედ 8 დღის განმავლობაში.
ქათმები: 20 მგ დოქსიციკლინი/კგ სხეულის მასაზე/დღეში, რაც ექვივალენტურია 0,1 მლ ვეტერინარული მედიკამენტისა/კგ სხეულის მასაზე/დღეში, ზედიზედ 3-5 დღის განმავლობაში.
რეკომენდებული დოზიდან გამომდინარე და სამკურნალო ცხოველის რაოდენობისა და წონის მიხედვით, წამლის ზუსტი დღიური დოზა უნდა გამოითვალოს შემდეგი ფორმულის გამოყენებით:
მლ ვეტერ.მედიკ/ = მლ ვეტერ. მედიკ.კგ გვ. ვ. / დღე x სამკურნალო ცხოველის საშუალო წონა (კგ)
ლიტრ სასმელ წყალზე წყლის საშუალო დღიური მოხმარება (ლიტრი) / ცხოველი
ინსტრუქციები სწორი მიღებისთვის:
ორივე სამიზნე სახეობისთვის: ცხოველის წონა უნდა განისაზღვროს რაც შეიძლება ზუსტად, რათა თავიდან იქნას აცილებული დოზის ნაკლებობა. წყლის ყოველდღიური მოხმარება დამოკიდებულია ცხოველების კლინიკურ პირობებზე. სამკურნალო წყალი უნდა მომზადდეს ახალი ყოველ 24 საათში.
ლოდინის პერიოდი:
ღორის ხორცი: ხორცი: 4 დღე.
ქათამი: ხორცი: 5 დღე. კვერცხები: მისი გამოყენება დაუშვებელია იმ ფრინველებში, რომელთა კვერცხები გამოიყენება ადამიანის საკვებად. არ გამოიყენოთ კვერცხის დების პერიოდის დაწყებამდე 4 კვირის განმავლობაში.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, სინათლისგან დაცულ ადგილას.
შენახვის ვადა პირველადი შეფუთვის გახსნის შემდეგ: 6 თვე
მოქმედების ვადა განზავების შემდეგ : 24 საათი
შეფუთვა: 1 ლიტრიანი ბოთლი. 5 ლიტრიანი ბიდონი.