სიბიტი/SEABIT – აქუაკულტურაში გამოსაყენებელი პერორალური ანტიჰელმინთი

დაფასოება: 500გრ და 1 კგ

აღწერა

შემადგენლობა:  1გრ სიბიტში  2% ემამექტინის ბენზოატი

ფარმაკოლოგიური თვისებები: ემამექტინის ბენზოატი ავერმექტინის ჯგუფის ფართო სპექტრის ანტიპარაზიტული საშუალებაა, რომელიც მიიღება Streptomyces avermectinius-ის ფერმენტაციით. მისი მოქმედების მექანიზმი დამყარებულია ნერვულქსოვილებზე ქლორიდების დიფუზიით, რაც იწვევს პარაზიტში ნერვული იმპულსების დესტრუქციას, მათ დამბლას და სიკვდილს.ემამექტინი, ივერმექტინთან შედარებით არ არის ტოქსიკური ამიტომ მისი გამოყენება შესაძლებელია ყოველდღე.

ემამექტინი ანადგურებს თევზებში ყველა ტიპის ექტო- და ენდო პარაზიტებს: Monogenea Trematodes, Phylum Arthoropoda (Crustacea, Branchiura, Copepoda, Cyclopidea, Caligidia и Lernaeopodidea), Argulus, Phylum Isopoda, ენდოპარაზიტებიPhylum Platyhelminthes (Monogenea, Digenea, Cestoda), Phylum Aschelminthes (Nematoda), Phylum Myxozoa, მიკროსპორიდიალური ინფექციები (Phylum Microspora), კოკციდიალური ინფექციები (Phylum Apicomplexa, Phylum Ciliophora).

ემამექტინით შესაძლებელია ნებისმიერი სახეობის თევზის დამუშავება: ორაგული, კალმახი, ქორჭილა, ზუთხი, ზღვის კაპარჭინა, ტბის თევზები და სხვა.

ემამექტინის ეფექტი გრძელდება დამუშვების შემდეგაც 8-10 კვირის განმავლობაში.

ჩვენებები: სიბიტი გამოიყენებაყველა სახეობისთევზის სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ  ნებისმიერ ასაკში ენდო- და ექტოპარაზიტების საწინააღმდეგოთ.

ზღვის ტილები (კანის დაწყლულება, მადის დაქვეითება, მოდუნება), კოკციდიოზი, ტრემატოდოზი, გიროდაქტილოზი (კანის ზედაპირის გამუქება, ფარფლების დეფორმაცია და დაშლა). სასურველია თევზებისდამუშავება  50-60 დღის ინტერვალით, რადგანაც ზემოთაღნიშნული დაავადებები იწვევენ ორგანოების და ქსოვილების ატროფიას, ანემიას,

დეჰიდრატაციას, ელექტროლიტების დაკარგვას, სისხლძარღვების შევიწროებას.

ამ დაავადებების პროფილაქტიკა უფრო მიზანშეწონილია ვიდრე მკურნალობა.

 დოზირება:

პრაქტიკული დოზა: 4-6გრ/ 100 კგ თევზის ცოცხალ წონაზე საკვებთან ერთად

მკურნალობის პერიოდი: 7-10 დღე

შენახვის პირობები და ვადა:

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ და ბნელ ადგილას.

შენახვის ვადა: 2 წელი.

 დაფასოება: 100 გ; 500 გ

მწარმოებელი: მედიკავეტი,  თურქეთი

Go to Top