შეფუთვა: 100 მლ; 1 ლ; 5 ლ
ფლორფენიკენი 20%/FLORFENICEN 20% – პერორალური ანტობიოტიკი
აღწერა
შემადგენლობა: 1 მლ შეიცავს ფლორფენიკოლს: 200 მგ
აღწერა: ფლორფენიკოლი ამფენიკოლის ჯგუფის სინთეტიკური ანტიბიოტიკია, რომელიც ხასიათდება ფართო მოქმედების სპექტრით გრამდადებით და გრამუარყოფით მიკროორგანიზმებზე მაღალი ბიოშეღწევადობით: Aeromonas salmonicida, staphylocccus spp., streptococcus spp., esherichia coli, Edwardsiella tarda, Edwardsiella ictaluri, Flavobacterium psychrophilum, Photobacterium damselae subsp. piscicida, Vibrio anguillarum, V. salmonicida, Vibrio spp. Yersinia ruckerii, Mannheimia (Pasteurella) haemolytica, Pasteurella multocida, Haemophilus somnus ასევე აქტიურია უმრავლესი მიკოპლაზმების მიმართ (mycoplasma hyopneuminiae mycoplasma hyorhinis და სხვ..)ქიმიური შემადგენლობით ფლორფენიკოლი ქლორამფენიკოლის (ლევომიცეტინის) მსგავსია, მაგრამ განსხვავდება იმით, რომ მისი ქიმიური სტრუქტურა შეიცავს p-მეთილ სულფონილის ჯგუფს p-ნიტრო ჯგუფის ნაცვლად, ასევე მოიცავს ფთორის ატომს ჰიდროქსილის ჯგუფის ნაცვლად. ფლორფენიკოლი უფრო მგრძნობიარეა ლევომიცეტინის მიმართ რეზისტენტულ ბაქტერიებზე. ფლორფენიკოლის მოქმედების მექანიზმი დაფუძნებულია 70S ერთეული რიბოსომის მიერთებით ბაქტერიის უჯრედის პროტოპლაზმაზე, სადაც იბლოკება ფერმენტი პეპდიტიდილტრანსფერაზა, რის შედეგადაც ხდება ბაქტერიებში ცილის სინთეზის მოშლა.შიგნით მიღებისას ფლოფენიკოლი სწრაფად შეიწოვება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, საიდანაც კარგად გაიწოვება ორგანოებსა და უჯრედის ქსოვილებში.
ჩვენებები: ფლორფენიკენი 20% პერორალური გამოყენებისათვის გამოიყენება კუჭ-ნაწლავისა და სასუნთქი გზების ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია ფლორფენიკოლის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, როგორიცაა E- coli, Actinobaccillus spp., Pasteurella spp., Salmonella spp. და Streptococcus spp. ღორის რესპირატორული დაავადების მკურნალობა და მეტაფილაქსია, რომელიც დაკავშირებულია Actinobacillus pleuropneumoniae-სთან და Pasteurella multocida-სთან, კოლტში დაავადების არსებობა უნდა დადგინდეს მეტაფილაქსიის დაწყებამდე.
უკუჩვენებები: არ გამოიყენოთ პროფილაქტიკის მიზნით !!! არ გამოიყენოთ: სანაშენე ღორებში, ფლორფენიკოლის მიმართ ჰიპერმგრძნობიარე ცხოველებში, მაკე ან მეძუძურ ცხოველებში. პრეპარატის გამოყენების პერიოდში კვერცხის გამოყენება დაუშვებელია ადამიანის მოხმარებისათვის
გვერდითი მოვლენები: ღორებში შესაძლებელია გამოვლინდეს გარდამავალი პერიანალური და რექტალური ერითემა/შეშუპება და სწორი ნაწლავის პროლაფსი. საკვებისა და წყლის მოხმარების შემცირება, ფეკალის დარბილება ან ფაღარათი
გამოყენების წესი და დოზირება : ფრინველი: 1 მლ -2 ლ სასმელ წყალზე 5 დღის განმავლობაში (10 მგ ფლორფენიკოლი 1 კგ სხეულის მასაზე). ღორები: 1 მლ – 20 კგ ცოცხალ წონაზე 5 დღის განმავლობაში
სასმელ წყალთან შერეული პრეპარატი გამოიყენება 24 საათის განმავლობაში
დაყოვნების პერიოდი: ხორცი: ღორები: 21 დღე. ფრინველი: 7 დღე
სხვა წამლებთან შეუთავსებლობა: არ გამოიყენოთ ქლორირებულ წყალთან
გაფრთხილება: ნარჩენი პრეპარატი ან ცარიელი ტარა არ უნდა გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გაუფრთხილდით გარემოს და დაიციავით გარემოს დაცვის წესები
გამოიყენება ვეტერინარის მიერ ან მისი უშუალო პასუხისმგებლობით !!!
შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ, ბნელ ადგილას 8 0C-დან 250C-მდე ტემპერატურაზე.შეინახეთ დახურულ შეფუთვაში. შეინახეთ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას. პრეპარატი გახსნიდან ინახება 3 თვეს
შენახვის ვადა: წარმოებიდან 36 თვე
შეფუთვა: 100 მლ; 1 ლ; 5 ლ
მწარმოებელი: სენავისა, ესპანეთი