ფლორფიში 50 %/FLORFISH 50% – მეთევზეობაში გამოსაყენებელი პეროლარული ანტიბიოტიკი

დაფასოება: 250 გრ,  1 კგ

აღწერა

შემადგენლობა:

ფლორფენიკოლი ……..500მგ /1 გრ -ში

ფარმაკოლოგიური თვისებები: ფლორფენიკოლი ამფენიკოლის ჯგუფის სინთეტიკური ანტიბიოტიკია, რომელიც ხასიათდება ფართო მოქმედების სპექტრით გრამდადებით და  გრამუარყოფით მიკროორგანიზმებზე მაღალი ბიოშეღწევადობით: Aeromonas salmonicida, staphylocccus spp., streptococcus spp., esherichia coli, Edwardsiella tarda, Edwardsiella ictaluri,   Flavobacterium columnaris, Photobacterium damselae subsp. piscicida, Vibrio anguillarum, V. salmonicida,  Vibrio spp. Yersinia ruckerii.

ქიმიური შემადგენლობით ფლორფენიკოლი ქლორამფენიკოლის (ლევომიცეტინის) მსგავსია, მაგრამ განსხვავდება იმით, რომ მისი ქიმიური სტრუქტურა შეიცავს p-მეთილ სულფონილის ჯგუფს p-ნიტრო ჯგუფის ნაცვლად, ასევე მოიცავს ფთორის ატომს ჰიდროქსილის ჯგუფის ნაცვლად. ფლორფენიკოლი უფრო მგრძნობიარეა ლევომიცეტინის მიმართ რეზისტენტულ ბაქტერიებზე. ფლორფენიკოლის მოქმედების მექანიზმი დაფუძნებულია 70S ერთეული რიბოსომის მიერთებით ბაქტერიის უჯრედის პროტოპლაზმაზე, სადაც იბლოკება ფერმენტი პეპდიტიდილტრანსფერაზა, რის შედეგადაც  ხდება ბაქტერიებში ცილის სინთეზის მოშლა.

შიგნით მიღებისას ფლოფენიკოლი სწრაფად შეიწოვება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, საიდანაც კარგად  გაიწოვება ორგანოებსა და უჯრედის ქსოვილებში. 

ჩვენებები: ფურუნკულოზი, წითელი პირი, ბაქტერიული ჰემორაგიული სეფსისი, „ბამბის პირი“, ცივი წყლის დაავადება, კოლუმნარიოზი, წყლული, ინფექციები, რომლების გამოწვეულია ლაქტოკოკებით და ენტეროკოკებით, Сytophaga psycrophila სინდრომი, კანის სიშავე.

პასტერელოზის, ლაყუჩების დაავადებები.

გამოყენება და დოზირება:

ფარმაკოლოგიური დოზა : ფლორფენიკოლი 20 მგ/1 კგ ცოცხალ  წონაზე

პრაქტიკული დოზა: 5 გრ / 100 კგ თევზის ცოცხალ წონაზე  7-10 დღე

შენახვის პირობები და ვადა: შეინახეთ მშრალ, ბნელ ადგილას, 5-25 C ტემპერატურაზე.

 ვადა: 2 წელი.

დაფასოება: 250 გრ,  1 კგ  პოლიეთილენის ფლაკონში

მწარმოებელი: მედიკავეტი, თურქეთი

Go to Top