ფლოქსიკენი 10%/FLOXICEN 10% – პერორალური ანტიბიოტიკი

შეფუთვა: 100 მლ ;  1 ლ ;  5ლ

აღწერა

აქტიური ნივთიერება 1მლ -ში:    ენროფლოქსაცინი – 100 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები: ენროფლოქსაცინი ფტორქინოლის ჯგუფის ფართო სპექტრის ანტიბიოტიკია,რომელსაც ახასიათებს მაღალი ეფექტური მოქმედება ინფექციური დაავადების სამკურნალოდ. აქტიურია გრამდადებით და გრამუარყოფით ბაქტერიებზე. როგორიცაა: ეშერიხია კოლი, ჰემოფილია, პასტერელა, სალმონელა, სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები, კლოსტრიდიუმი, ბორდეტელა, კამპილობაქტერის, კორინებაქტერია, ფსეუდომონა,  პროტეუსი და მიკოპლაზმები და სხვა. ენროფლოქსაცინი აძლიერებს ინჰიბირებას ფერმენტ ჰელიკაზას, რომელიც იწვევს დნმ-ის ჯაჭვებს შორის წყალბადური ბმების შეწყვეტას ბაქტერიის უჯრედის ბირთვში

ჩვენებები:  გამოიყენება შინაურ და ინდუსტრიულ ფრინველებში  ენროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე შემდეგი ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა: Mycoplasma gallisepticum;  Mycoplasma synoviae; Avibacterium paragallinarum;  Pasteurella multocida. სალმონელოზი, სტრეპტოკოკოზი, სეპტიცემია, ჰემოფილიოზი,   პასტერელოზი, პულოროზი,  ნეკროტიული ენტერიტი, შერეული ინფექციები, მეორადი ინფექციები ვირუსული დაავადებების დროს

უკუჩვენებები:   არ გამოიყენოთ   როდესაც ცნობილია რეზისტენტობა/ჯვარედინი  რეზისტენტობა (ფტორ) ქინოლონების  მიმართ

დოზები და მიღების გზები:    1 მლ ფლოქსიკენი  2 ლ  სასმელ წყალთან   ან   10 მგ ენროფლოქსაცინი / კგ ცოცხალ წონაზე  3-5 დღის განმავლობაში

დაყოვნების პერიოდი: ხორცი:  ბროილერები: 7 დღე.  არ გამოიყენოთ კვერცხის მდებელ ფრინველებში, რომლებიც განკუთვნილია ადამიანთა მოხმარებისთვის. არ გამოიყენოთ კვერცხის დადების დაწყებამდე 14 დღის განმავლობაში და არც კვერცხის დადების პერიოდში

განსაკუთრებული მითითებები:    Mycoplasma spp.-ით გამოწვეული ინფექციების მკურნალობამ შეიძლება არ გაანადგუროს მიკროორგანიზმი

ურთიერთქმედება  სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

არ არის სასურველი დაინიშნოს მაკროლიდების, ტეტრაციკლინის, ფენიკოლების ჯგუფთან. ალუმინის ან მაგნიუმის შემცველი ნივთიერებების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება შეაფერხოს ენროფლოქსაცინის შეწოვა

გაფრთხილება:   არ გამოიყენოთ  პროფილაქტიკის მიზნით !!!

ნარჩენი პრეპარატი ან ცარიელი ტარა არ უნდა გადააგდოთ კანალიზაციაში ან  საყოფაცხოვრებო  ნაგავში. გაუფრთხილდით გარემოს და დაიცავით გარემოს დაცვის წესები

გამოიყენება   ვეტერინარის  მიერ  ან  მისი  უშუალო  პასუხისმგებლობით  !!!

შენახვის პირობები: შეინახეთ, მშრალ გრილ და ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილზე

შენახვის ვადა:  წარმოებიდან  3 წელი. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება მითითებული თვის ბოლო დღემდე.  პრეპარატი  გახსნის შემდეგ  მითითებულ პირობებში  ინახება  6 თვე

შეფუთვა:    100 მლ ;  1 ლ ;  5ლ

მწარმოებელი :   სენავისა, ესპანეთი

Go to Top