დაფასოება: 1კგ , 25 კგ
ქლორმიდი/KLORMID – ფართო სპექტრის სადეზინფექციო ფხვნილი
აღწერა
შემცველობა: 1გ პრეპარატში: ქლორამინ ტ 1000 გ
გამოყენების არეალი: შენობა-ნაგებობის, ფერმების, ინკუბატორის, სასაკლაოების, გალიების, რძის გადამამუშავებელი ქარხნების (მანქანა დანადგარების, ავზების, ჭურჭლის) სატრანსპორტო საშუალებების, ხელების, საავადმყოფოების, კლინიკების, საწყობების, ცხოველთა თავშესაფრების, ცხოველთა სასმელი და გასაბანი წყლის, საკალმახე მეურნეობებში აუზებისა და გამდინარე წყლის სადეზინფექციოდ
დოზირება:
დანების, კაუჭების, ხერხის და სხვა ინვენტარის ჩაყურსვის მეთოდით სადეზინფექციოდ: 0,2 % – ნი წყალ-ხსნარი 20 წთ-ის განმავლობაში
დეზო ხალიჩებში გამოსაყენებლად: 1 %-ნი წყალ-ხსნარი
ზედაპირების, ინვენტარის, ინსტრუმენტების სპერი მეთოდით სადეზინფექციოდ: 0,5-1% -ნი წყალ-ხსნარი ზედაპირების დასველებამდე
ფუმიგაცია: 2 %-ნი წყალ-ხსნარი 1000 მ3 -ზე
საინკუბაციო კვერცხი დეზინფექცია: გარეცხილი კვერცხი დავაყოვნოთ 3 წთ-ის განმავლობაში 0,3 %-ანი წყალ-ხსნარში და შემდეგ გავაშროთ
ხელის ჰიგიენა: 0,2 % -ნი წყალ-ხსნარი დაყოვნება 30 წმ
მეთევზეობაში: გამდინარე მტკნარი წყლის სადეზინფექციოდ 20- 30 გ / 1 ტ წყალზე 20-30 წთ აბაზანა
ცხოველთა სასმელი წყლის სისტემის სადეზინფექციოდ 0,5% -ნი ხსნარი
ცხოველთა სასმელი წყლის სადეზინფექციოდ 5-10 გ/ 1 ტ წყალზე
მეცხოველეობა: კანის სოკოვან დაავადებებზე 30 გრ 1,5 ლ წყალში , დაავადებულ ადგილზე მისხურებით დღეში 2 ჯერ
უსაფრთხოების ნორმები: დაიცავით ელემენტარული უსაფრთხოების ნორმები! ბიოდეგრადირებადია, არ გააჩნია აკუმულაციის უნარი გარემოში, არ იწვევს ქლორინაციას
შენახვის ვადა და პირობები: შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, გრილ, ბავშვებისაგან და ცხოველებისაგან მიუწვდომელ ადგილას
შენახვის ვადა: წარმოებიდან 3 წელი
დაფასოება: 1კგ , 25 კგ
მწარმოებელი: მედიკავეტი, თურქეთი