დაფასოება: 100 გ პოლიეთილენის პაკეტებში
შოკი/SHOK – როდენტიციდი
აღწერა
წამლის ფორმა: მზა ფორმის, ლურჯი ფერის პასტისებური მღრნელების მისატყუარი
შემადგენლობა: ბროდიფაკუმი 0.005%-ანი.
გამოშვების ფორმა: 100 გ პოლიეთილენის პაკეტებში.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სადერატიზაციო საშუალება
ფარმაკოლოგიური თვისებები: პრეპარატი წარმოადგენს მღრღნელებთან (თაგვი, ვირთხა, მინდვრის თაგვი და სხვ.) ბრძოლის ანტიკოაგულანტურ საშუალებას. ბროდიფაკუმი თაგვების მიმართ ხასიათდება სწრაფი მოქმედებითა და მაღალი ლეტალობით. შოკი ეწყობა მღრნელების მისატყუებლად სოროებში შხამიანი საფარის შესაქმნელად. შოკი გამოიყენეაბ როგორც შიდა დახურ სივრცეში ასევე ღია პერიმეტრზეც. პრეპარატის კუჭ-ნაწლავში შემთხვევითი მოხვედრისას მიიღეთ ვიკასოლი ან ვიტამინი K. პრეპარატი დარეგისტრირებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში. შოკი უსაფრთხოა ადამიანებისთვის და ცოცხალი ორგანიზმებისთვის
გამოყენების წესი: ერთი პაკეტი (100გ) ნაწილდება და თავსდება პატარა ქაღალდებზე მშრალ ადგილზე და ლაგდება მღრღნელების ადგილსამყოფელში ან მის სიახლოვეს,
მღრღნელების სიკვდილიანობა იწყება 3-ე დღიდან. მღრღნელების სრული განადგურებისათვის უმჯობესია ამ ღონისძიებების ორჯერადად, 10 დღიანი ინტერვალით ჩატარება.
100 გ პრეპარატი გამოიყენება დახურულ შენობებსა და სათავსოებში -25-30 მ2-ზე
სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და მოსათეს ნიადაგებზე 1 ჰ 2-4 კგ
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ ბავშვებისაგან დაცულ ადგილას 18°C-მდე ტემპერატურაზე
გაფრთხილება: დაიცავით ელემენტარული უსაფრთხოების წესები, გამოიყენეთ ხელთათმანი მუშაობის პროცესში
ვარგისობის ვადა: წარმოებიდან 3 წელი
მწარმოებელი ქვეყანა: „სტლ-პაკ“, საქართველო
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი