MEDSULTAN მედსულტანი თხევადი სულფანილამიდი

შემცველობა:  1 მლ-ში  სულფამეტაქსაზოლი ………417 მგ, ტრიმეტოპრიმი…….. 83 მგ

შეფუთვა: 100მლ , 1ლ,  2.5ლ

კატეგორია:

აღწერა

შემცველობა:

1 მლ-ში  სულფამეტაქსაზოლი ………417 მგ, ტრიმეტოპრიმი…….. 83 მგ

ფარმაკოლოგიური თვისება:

 მედსულტანის შემადგენლობაში აქტიურ კომპონენტებს გააჩნია სინერგიული თვისება, რომელიც ხასიათდება ანტიბაქტერიული  ფართო სპექტრის მოქმედებით. ეფექტურია გრამდადებითი აერობების წინააღმდეგ: სტაფილოკოკუს აურეუსი,სტრეპტოკოკუსი, აქტინომიკუსი, ლისტერია მონოციტოგენესი, ერიზიპელოტრიქსირუსიოპათია. გრამუარყოფითი აერობების წინააღმდეგ: ენტერეობაქტერიები (ეშერიხია კოლი, სალმონელა, კლეპსიელა, პროტეუსი, იერსინია), პასტერელა, ჰემოფილია, აქტინობაცილუსი, ბორდეტელა. ანაერობების წინააღმდეგ: კლოსტრიდიუმი, ბაქტეროიდი, ფუზობაქტერიუმი, ქლამიდია.მედსულტანი ნაკლებად მგრძნობიარეა შემდეგი აღმძვრელების მიმართ: Corynebacterium spp., Pseudomonas aeruginosa, Mycobacterium tuberculosis, Treponema spp., Leptospira spp., ვირუსები.

ჩვენება:

სასუნთქი, შარდ-სააქესო სისტემის დაავადებები, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დავადებები, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციური დაავადებები, კოლისეპტიცემია, სტრეპტოკოკებითა და სტაფილოკოკებით გამოწვეული დაავადებები, წითელი ქარი, ტოქსოპლაზმოზი, კოლიბაქტერიოზი, სალმონელოზი, პასტერელოზი, კოკციდიოზი, მიკოპლაზმოზი.

გამოყენება და დოზირება:

გამოყენების წინ პრეპარატი აუცილებლად შეანჯღრიეთ!

ფრინველი, ღორი, კურდღელი : 1 მლ / 1,5-2  ლ სასმელ წყალში 5-7დღე

ხბო, ცხვარი, თხა, ღორი, კურდღელი :   1მლ / 10-15 კგ ცოცხალ წონაზე5-7 დღე, დღეში ერთჯერ

ყოველ 24 საათში აუცილებელია ახალი წყალხსნარის მომზადება.

გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ. არ ინიშნება ღვიძლისა და თირკმლის  ფუნქციის დარღვევის დროს, მაკეობა, ლაქტაცია. დაუშვებელია მედსულტანის გამოყენება გლაუბერის მარილთან, ამინოგლიკოზიდებთან (ნეომიცინი, გენტამიცინი), მიორელაქსანტებთან და ანესთეტიკებთან

დაყოვნების პერიოდი:

სახორცედ:    ქათამი: 4-5 დღე,  ცხოველი: 7დღე

შენახვა და  ვადა:

ინახება მშრალ გრილ ადგილზე.

ვადა: 3 წელი

შეფუთვა:

100 მლ და 1ლ. 2.5ლ

მწარმოებელი:

მედიკავეტი,თურქეთი

Go to Top