შემადგენლობა: 1 მლ-ში ტილმიკოზინის ფოსფატი ………300 მგ
დაფასოება: 100 მლ და 1ლ., 2.5ლ
შემადგენლობა: 1 მლ-ში ტილმიკოზინის ფოსფატი ………300 მგ
დაფასოება: 100 მლ და 1ლ., 2.5ლ
შემადგენლობა:
1 მლ-ში ტილმიკოზინის ფოსფატი ………300 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ტილმიკოზინი არის მაკროლიდის ჯგუფის ნახევრადსინთეტიკური ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი, სინთეზირდება ტილოზინისგან, რომელსაც გააჩნია სპეციფიური მოქმედება მიკოპლაზმების, გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების წინააღმდეგ, როგორიცაა: პასტერელა, სტაფილოკოკუს აურეუსი, სტრეპტოკოკუს აგალაქტია, კორინობაქტერია პიოგენიუმი, კლოსტრიდიუმ პერფინგესი. მიკოპლაზმა: გალისეპტიკუმი, სინოვეა, იოვეა. ორნიტობაქტერია რინოტრაქეალი, ფუზობაქტერია, ნეკროფორიუმის წინააღმდეგ.
ჩვენება:
რესპირატორული დაავადებების პროფილაქტიკა, მკურნალობა, მიკოპლაზმოზი, პასტერელოზი, პლეუროპნევმონია, დაავადებები, რომელზეც აქტიურია მაკროლიდები, მეორადი ინფექციები, ვირუსული წარმოშობის დაავადებები.
გამოყენება და დოზირება:
ფრინველი: 1 მლ / 2-3 ლ სასმელ წყალში 3-5 დღე.
ღორი: 7მლ /10 ლ წყალში ან 1მლ / 15-20 კგ ცოცხალ წონაზე 3-5 დღე
ხბო: 1მლ / 20-30 კგ ცოცხალ წონაზე 3-5 დღე
ყოველ 24 საათში აუცილებელია ახალი წყალხსნარის მომზადება
გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები:
მითითებულ დოზებში გამოყენების შემთხვევაში არ გააჩნია უკუჩვენებები.
არ ინიშნება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროს. არ გამოიყენება ცხენებში, თხებში და იმ კვერცხმდებელ ქათამებში, რომელთა კვერცხი გამოიყენება ადამიანის საკვებად. არ არის რეკომენდირებული მაკეობის და ლაქტაციის პერიოდში.
დაუშვებელია ტილომედის მიღებიდან 10 დღის განმავლობაში მონენზინის, სალინომიცინის, ნარაზინის გამოყენება.
დაყოვნების პერიოდი:
სახორცედ:
ქათამი – 10 დღე, ინდაური – 18 დღე, ხბო – 40 დღე, ღორი – 12 დღე.
შენახვის პირობები და ვადა:
ინახება მშრალ და გრილ ადგილას.
ვადა 3 წელი
დაფასოება:
100 მლ და 1ლ., 2.5ლ
მწარმოებელი:
მედიკავეტი, თურქეთი