KETOCEF კეტოცეფი არასტეროიდული საინექციო ხსნარი

შემადგენლობა:  ცეფტიოფური – 50 მგ ; კეტოპროფენი – 100 მგ

შეფუთვა:   20 მლ, 100 მლ

 

კატეგორია:

აღწერა

შემადგენლობა:     ცეფტიოფური – 50 მგ ; კეტოპროფენი – 100 მგ

სამიზნე სახეობები: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხვარი,თხა,ღორი, , ძაღლი.

ფარმაკოლოგიურითვისებები: კეტოცეფი ეს არის ცეფტიოფურისა და კეტოპროფენის კომბინირებული საინექციო სუსპენზია. მასში წარმოდგენილია მესამე თაობის ცეპალოსპორინის ჯგუფის ანტიბიოტიკი, რომელიც აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების  წინააღმდეგ. ცეფტიოფური, როგორც  სხვა ბეტა – ლაქტამინი ბოჭავს ბაქტერიული უჯრედების  სინთეზს, შესაბამისად წარმოქმნის ბაქტერიოციდულ თვისებებს.  კეტოპროფენი- არის ფენილპროპიონის მჟავას წარმოებული და მიეკუთვნება არასტეროიდულ, ანთების საწინააღმდეგო და ანალგეტიკური ჯგუფს. მას გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ტკივილ გამაყუჩებელი და სიცხის დამწევი თვისება, თრგუნავს თრომბოციტების აგრეგაციას.

ჩვენება: ინიშნება ყველა ტიპის ინფექციებზე რომელიც გამოწვეულია ცეფტიოფურზე მგძნობიარე მიკროორგანიზმებით.  სასუნქი და შარდსასქესო სისტემის დაავადებები, ნაწლავური ინფექციები, პასტერელოზი, კოლიბაქტერიოზი, სალმონელოზი, ლეპტოსპიროზი, ლისტერიოზი, მეტრიტი, ენდომეტრიტი, ყველასახის  მასტიტები, ნეკრობაქტერიოზი, დერმატიტი, პიოდერმატიტი, ჩლიქისსიდამპლე, ძვალ-სახსროვანიდაავდებები

მიღების გზა და დოზირება: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხვარი,ღორი, თხა, ძაღლი- 1 მლ / 25 კგ ცოცხალ წონაზე  კუნში  3  თანმიმდევრული დღის განმავლობაში ან პრაქტიკულ დოზებში: 1 მლ 15 – 18 კგ  ცოცხალწონაზე კუნთში ერთჯერადი ინექცია. აუცილებლობის შემთხვევაში გამეორება 48 საათში

გაფრთხილება:   არ გამოიყენოთ  პროფილაქტიკის მიზნით !!!

გამოიყენება   ვეტერინარის  მიერ  ან  მისი  უშუალო  პასუხისმგებლობით  !!!

ლოდინის პერიოდი:  არ  საჭიროებს

შენახვის პირობები:    ინახება მშრალ გრილ ადგილზე, ოთახის ტემპერატურაზე

შენახვის ვადა:  3 წელი

შეფუთვა:  20 მლ, 100 მლ

მწარმოებელი:აზია ფარმაცევტიკალი;  ვიეტნამი

 

Go to Top