KETOCEF კეტოცეფი არასტეროიდული საინექციო ხსნარი

შემადგენლობა:  ცეფტიოფური – 50 მგ ; კეტოპროფენი – 100 მგ

შეფუთვა:   20 მლ, 100 მლ

 

კატეგორია:

აღწერა

შემადგენლობა:

ცეფტიოფური – 50 მგ ; კეტოპროფენი – 100 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:   კეტოცეფი ეს არის ცეფტიოფურისა და კეტოპროფენის კომბინირებული საინექსციო სუსპენზია. მასში წარმოდგენილია მესამე თაობის ცეპალოსპორინის ჯგუფის ანტიბიოტიკი, რომელიც აქტიურია გრამ დადებითი და გრამ უარყოფითი ბაქტერიების წინააღმდეგ. ცეფტიოფური, როგორც სხვა ბეტა – ლაქტამი ბოჭავს ბაქტერიული უჯრედების სინთეზს, შესაბამისად წარმოქმნის ბაქტერიოციდულ თვისებებს.

კეტოპროფენი არის ფენილპროპიონის მჟავას წარმოებული და მიეკუთვნება არასტეროიდულ, ანთების საწინააღმდეგო ჯგუფის წამლებს. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია კეტოპროფენის  შესაძლებლობებთან, როგორიცაა: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა, რომელსაც ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება, თრგუნავს თრომბოციტების აგრეგაციას. მოქმედი ნივთიერება – კეტოპროფენია (პროპიონის მჟავას წარმოებული), რომელიც არაჰიდონის მჟავას მეტაბოლიზმის ციკლოოქსიგენაზურ და ლიპოოქსიგენაზურ რგოლებზე ზემოქმედებით, ახდენს პროსტოგლანდინების, პეიკოტრინების და თომბოქსანების სინთეზის ინჰიბირებას. ახასიათებს ცენტრალური და პერიფერიული ანალგეზიის უნარი, მძლავრი ანტიბრადიკინინული აქტივობა, რევმატოიდული ართრიტით დაავადებულებში ახდენს ლიზოსომური მემბრანების სტაბილიზაციას, იწვევს ნეიტროფილების აქტივობის მნიშვნელოვან შეფერხებას. კეტოპროფენი კარგად შეიწოვება შეყვანის ადგილიდან და სწრაფად ვრცელდება ორგანიზმში. ნაწილობრივ მეტაბოლიზდება ღვიძლში, გამოიყოფა ძირითადად შარდთან

ჩვენება:

ინიშნება ყველა ტიპის ინფექციებზე რომელიც გამოწვეულია ცეფტიოფურზე მგძნობიარე მიკროორგანიზმებით.  შინაურ ცხოველ: სასუნქი და შარდ სასქესო სისტემის დაავადებები, ნაწლავური ინფექციები, პასტერელოზი, კოლიბაქტერიოზი, სალმონელოზი, ლეპტოსპიროზი, მეტრიტი, ენდომეტრიტი, მასტიტები, ნეკრობაქტერიოზი, დერმატიტი, პიოდერმატიტი, ჩლიქის სიდამპლე, ძვალ-სახსროვანი დაავდებები

გამოყენება და დოზირება:.

ზოგადი დოზა: 1 მლ / 25 კგ ცოცხალი წონა  / დღე

კუნთში ინექცია 3  თანმიმდევრული დღის განმავლობაში

ან შესაძლებელია შემდეგი დოზების გამოყენება:

ზოგადი დოზა: 1 მლ 15 – 18 კგ ცოცხალი წონა

კუნთში ინექცია ერთჯერადი დოზირებით,  გამეორება 48 საატის შემდეგ ( საჭიროების შემთხვევაში )

დაყოვნების პერიოდი

ხორცი : 4 დღე

რძე : 0 დღე

გაფრთხილება:

მოარიდეთ ბავშვებს, გამოიყენება მხოლოდ ცხოველისთვის

დაყოვნების პერიოდი:

არ საჭიროებს

გაფრთხილება: 

მოარიდეთ ბავშვებს, გამოიყენება მხოლოდ ცხოველისთვის

შენახვის პირობები:

ინახება  ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ და გრილ ადგილზე

შენახვის ვადა:

2 წელი

შეფუთვა: 

20 მლ, 100 მლ

მწარმოებელი:

აზია ფარმაცევტიკალი;  ვიეტნამი

 

Go to Top