HIPROSAN ჰიპროსანი პროდუქტიულობის ასამაღლებელი საკვებ დანამატი

შემადგენლობა :  ბამბა  და  ბიოლოგიურად  აქტიური  მცენარეული  კულტურების  ექსტრაქტი

დაფასოება :  100 მლ . 1ლ. 20 ლ

აღწერა

შემადგენლობა :  ბამბა  და  ბიოლოგიურად  აქტიური  მცენარეული  კულტურების  ექსტრაქტი

ბიოლოგიური თვისებები :  ჰიპროსანი  მუქი შეფერილობის, უსუნო პერორალური ხსნარია, რომელიც მიღებულია ბამბისა და სხვა მცენარეული  კულტურების  ექსტრაქციის გზით. ჰიპროსანი გამოიყენება სასოფლო სამეურნეო ცხოველების,  ფრინველებისა და თევზებისთვის პროდუქტიულობის ასამაღლებლად და ზრდის სტიმულაციისათვის. აუმჯობესებს რძის ხარისხობრივ მაჩვენებელსა (ცხიმიანობა) და სადღეღამისო მონაწველს, ზრდის ხორცის საშუალო  დღიურ წონამატს, ამცირებს საკვების დანახარჯს პროდუქციის ერთეულზე, მეკვერცხულ ფრინველში უმატებს კვერცხდების პროცენტიულობას უზრუნველყოფს სულადობის გადარჩენასა და საკვები ნივთიერებების ათვისებადობის მაღალ დონეს, ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს.  „ჰიპროსანი“  არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ კომპონენტებს, ქიმიური დანამატებს, არა პათოგენური და არატოქსიკური

გამოყენება  და დოზირება :      „ჰიპროსანი“ -ეძლვა  სასმელ წყალთან ან საკვებთან (ფხვიერ და გრანულირებულ) ერთად,  ყოველდღიურად

ღორი , ცხვარი, თხა, ბოცვერი – 1 მლ /15  კგ   ცოცხალ წონაზე  ან  1მლ /1,5ლ  სასმელ წყალთან

მსხვილი რქოსანი  პირუტყვი:  მერძეული – 1 მლ /20 კგ ცოცხალ წონაზე,  მეხორცული – 1 მლ/ 25 კგ ცოცხალ  წონაზე

ფრინველი-  1 მლ / 1-2  ლ  სასმელ  წყალთან ერთად   ან   1ლ / 500კგ საკვებზე

თევზებში -2 მლ / 1 კგ საკვებზე  ან  20 მლ / 100 კგ თევზის  ცოცხალ წონაზე 15 დღის განმავლობაში

თავსებადობა და უკუჩვენება :    თავსებადია საკვებში შემავალ ყველა ინგრედიენტებთან, სამკურნალო პრეპარატებთან და სხვა საკვებ დანამატებთან.  უკუჩვენება დადგენილ დოზებში არ გამოვლენილა

დაყოვნების პერიოდი :

რძე, რძის პროდუქტები, კვერცხი, ხორცი – არ საჭიროებს

შენახვის პირობები :   ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისგან მიუწვდოლელ ადგილას, 10-20° C ტემპერატურაზე

ვადა:

წარმოებიდან  2  წელი

დაფასოება :

100 მლ . 1ლ. 20 ლ

მწარმოებელი:

შპს ჯეოვეტი, საქართველო

Go to Top